ანონსი: მართლმადიდებელთა შეკრება მცხეთაში

ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით“ ინიციატივით თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში დადგება შეკვეთილი წირვა სამაჩაბლოში, აფხაზეთში დაღუპულების და ასევე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებლი ქრისტიანების სულის მოსახსენიებლად.

წირვის დასრულების შემდეგ აღსრულდება პატრიარქის კურთხევა და ამავე ეკლესიის ეზოში დაირგვება მწვანე ნარგავები. წირვა შედგება სამშაბათს, 13 აპრილს, 10 საათზე, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. თბილისიდან გასვლა 13 აპრილს, 9:30 სთ ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისიდან (უზნაძის 15).