ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
18.06.2011
რეალური საქმეები ქართული ფულით ამერიკული მარიონეტების პიარის წინააღმდეგ

სააგენტო "ინტერფაქსის" მოსკოვის სტუდიაში საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა და მეცენატმა ალექსანდრე ებრალიძემ სააკაშვილის მმართველობის დასრულების შემდგომი საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მომავლის მისეული ხედვა წარმოადგინა.

ქართული დიასპორის ლიდერმა საზოგადოებას კონგრესის მოსკოვური ფილიალის დაარსებაც ამცნო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ქვევით წარმოგიდგენთ პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერს, მაგრამ ასევე თავს მოვუყრით ჩვენი შეხედულებით მთავარ და განსაკუთრებით საყურადღებო მომენტებს, რომლებიც ალექსანდრე ებრალიძის მიერ იქნა გახმოვანებული.

პირველი, რაც განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ეს არის ის, რომ ეკონომიკას არ გააჩნია აბსტრაქტული მნიშვნელობა, მისი ყურადღების ცენტრში კონკრეტული ადამიანი უნდა იდგეს, თავისი აწმყოთი და მომავლით. ეს მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიდგომისაგან, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევს კონკრეტული ადამიანების - საქართველოს მოქალაქეების მსყიდველუნარიანობასა და ცხოვრების დონეს, ხოლო თავად საკუთარ „წარმატებებს“ აბსტრაქტული ეკონომიკური მონაცემების მანიპულირების გზით აფასებს, რომლებიც არანაირად არ ასახავენ ეკონომიკის რეალურ მდგომარეობასა და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

თავისი ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას საქართველოში მოქმედი ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, ებრალიძე აპირებს საკუთარი საფინანსო რესურსების ხარჯზე, რისი მიღწევაც მან დაუღალავი შრომით შეძლო, მოახდინა რა ასეულ მილიონობით ევროს ინვესტირება საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში. სააკაშვილმა თქვა, რომ ვიღაც არაბ შეიხს საქართველოში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაუკეთებია, ხოლო მე დაახლოებით 300 მილიონი ევრო ჩავდე სახლების მშენებლობასა და მე-18 საუკუნის კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაში სანკტ-პეტერბურგში, და კიდევ 250 მილიონი ტორჟოკში, წებოვანი შპონების ქარხანაში, რომელიც 25 ჰექტარზეა გაშენებული და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიოში ამ ტიპის საუკეთესო ქარხანაა - განაცხადა ებრალიძემ. თუმცა ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადება სურთ ებრალიძის თანამოაზრეებსაც - საქართველოდან გამოსულ ბიზნესმენებს, სულ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოცულობით.

იმისათვის, რომ ებრალიძემ შეძლოს ქართული ეკონომიკის დახმარება, მასში ფულის ჩადება, მას, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ კაცს, სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილი ებრალიძისთვის მოქალაქეობის მინიჭებას უსაფუძვლოდ ბლოკავს. თუმცა ებრალიძემ შარშან ღიად განაცხადა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რათა სააკაშვილისთვის შიშები მოეხსნა.

აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დარეგულირების გზას ებრალიძე მათთან პირდაპირ დიალოგში ხედავს, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან, მაგრამ არ ახდენს პროცესის კონკრეტული მონაწილეების ვინაობასა და განხილულ თემებს. ებრალიძემ მხოლოდ თქვა, რომ უკვე შედგა ორმოცამდე ასეთი შეხვედრა.

ძალზე საინტერესოა, რომ ებრალიძემ ყოველგვარი დიპლომატიური ზედმეტობის გარეშე სააკაშვილს „შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მარიონეტი“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, მას თავისი ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად არ ძალუძს, კონკურენცია გაუწიოს ამერიკიდან დაფინანსებულ სააკაშვილს პიარში, როდესაც სააკაშვილი ვირტუოზულად ახდენს შავის თეთრად წარმოდგენას... ებრალიძისა და მისი მომხრეების იარაღია სიმართლე, და ეს სიმართლე მათ წარმატებას მოუტანს - დარწმუნებულია ებრალიძე.

ებრალიძის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ხალხს საქართველოში რეალურად აღარ უნდა ისე ცხოვრება, როგორც ახლა ცხოვრობს, ხალხს უნდა არსებითი ცვლილებები და საარჩევნო ურნებთან ადამიანები გააკეთებენ სწორ არჩევანს. ებრალიძე დარწმუნებულია, რომ იგი და მისი მომხრეები გაიმარჯვებენ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესმა უკვე შექმნა მონიტორინგის ჯგუფი (ხელმძღვანელი - ვლადიმერ ხომერიკი), რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. ხელისუფლების მხრიდან მორიგი ფალსიფიკაციის მცდელობების შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფმა ამის შესახებ ხმამამღლა უნდა განაცხადოს. საყოველთაო ზეწოლამ საქართველოს ხელისუფლება უნდა აიძულოს კანონების დაცვა.

პრეს-კონფერენციის ბოლოს სტუდიაში გავრცელდა ალექსანდრე ებრალიძის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილისადმი.

ქვევით იხ. ვიდეო:

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"