ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.02.2011
რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს აშშ სენატის რეზოლუციას „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ? - პოლიტოლოგი გრიგორი ტროფიმჩუკი (CMSR)
შეკითხვა: ქართული მხარე იმედს ამყარებს აშშ სენატის მხრიდან „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის“ რეზოლუციის მიღებაზე. რამდენადაა შესაძლებელი ამგვარი რეზოლუციის მიღება? და რამდენად შეუძლია ამ რეზოლუციას, გავლენა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე?

პასუხი: საქართველო იმავე კანონების მარწუხებშია მოქცეული, რომელთა მიხედვით უნდა შეინარჩუნო ის, რაც მოცემულ მომენტში გაქვს. საქართველო მოცემულ მომენტში ფლობს აჭარას, სომხურ, აზერბაიჯანულ ანკლავებს და მისთ., სადაც საჭიროა ყოველდღიური საინტეგრაციო მუშაობის წარმოება. დასავლეთი 2008 წლის აგვისტოს დასაწყისის მოვლენებში მხოლოდ იმიტომ არ ერეოდა აქტიურად, რომ სურდა, რუსეთზე ზემოქმედების გრძელვადიანი მექანიზმი მოეპოვებინა. ოკუპაციის შესახებ რეზოლუცია იდეალური ინსტრუმენტი იქნებოდა, რომლითაც, მართალია, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორ უნდა ისარგებლო, რომ არ მოახდინო მისი გაუფასურება დროზე ადრე. ბოლოსდაბოლოს, წინ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაა, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად.

თავისთავად რეზოლუცია კონფლიქტზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. უფრო მეტიც, თუკი აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი უცბად თბილისთან რაიმე მოლაპარაკებაზე წავლენ (დავუშვათ, საქართველოში სხვა პრეზიდენტის მოსვლის შემთხვევაში), აშშ პირველი იქნება, ვინც სცნობს ამ რესპუბლიკებს საბითუმოდ და საცალოდ. მანამ, სანამ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ გააჩნიათ საერთაშორისო ოფიციალური ანბანური კოდები, როგორებიც აქვთ აზერბაიჯანს(AZ), სომხეთს(AM), საქართველოს(GE) და ასე შემდეგ, სიტუაცია მანამდე იქნება მოუგვარებელი და ხიფათის შემცველი. იგივე შეიძლება ითქვას ყარაბაღის შესახებ: მისი რეალური დამოუკიდებლობა და მისთვის ლათინური ასოებით საერთაშორისო კოდის მინიჭება (მაგალითად, KB), საბოლოოდ მოსპობს ყარაბაღის მიმართ როგორც ბაქოს, ისე ერევანის ტერიტორიულ მისწრაფებებს.

ინტერვიუ გ. ტროფიმჩუკთან - სრული ვერსია (რუსულ ენაზე).

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"