ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.02.2011
კრემლმა სწორედ ახლა უნდა მოითხოვოს მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება

როგორც ჩვენ უკვე ვივარაუდეთ, მკვეთრად გამოკვეთილი ისლამური იდეოლოგიის გარეშე ეგვიპტური რევოლუცია გადაიზარდა (მართულ) ანარქიაში.

ამერიკული სპეცსამსახურების ხელშეწყობით ათწლეულების მანძილზე ფესვგადგმულ დიქტატორულ რეჟიმს არ სურს ნებით წასვლა, თვით თავისი დასავლელი მბრძანებლების მოწოდების ფონზეც, და განაგრძობს უიარაღო ხალხის სისხლის ღვრას.

მაშინ, როდესაც მუბარაქმა სავსებით ცხადად დაკარგა ყველა მორალური და ნაწილობრივ ფორმალური უფლებაც, იწოდებოდეს ქვეყნის პრეზიდენტად, რუსეთმა უნდა მოახდინოს სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხის ინიცირება, ნაცვლად მინისტრ ლავროვის მიერ "მგიმოს" ხუთოსანი მოსწავლის სტილში "საშინაო საქმეებში ჩაურევლობის" შესახებ გაჟღერებული ფრაზებისა.  ეს იქნებოდა მომგებიანი პასუხი დასავლეთის ფსევდოდემოკრატიულ მოთხოვნებზე რუსეთის მოკავშირეების (ბელარუსი) და თავად რუსეთის მიმართ. მუბარაქი ნებისმიერ შემთხვევაში წარმავალია - არ წავა დღეს, აუცილებლად წავა რამდენიმე თვის შემდეგ. ასე რომ, რუსეთი ამ ნაბიჯით არაფერს კარგავს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"