ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.12.2010
გეოპოლიტიკის კანონებს „გადატვირთვის“ ფარგლებში ვერავინ შეცვლის
რუსეთის ხელისუფლება გაკვირვებულია „ვიკილიქსის“ წყალობით გამომზეურებული დეტალების გამო, რომლებიც ფარდას ხდიან ნატო-ს სტრატეგიას რუსეთის მიმართ (ინფორმაცია). ტყუილად უხაროდათ რუსეთში ლისაბონის სამიტის შედეგები.

ბოლო წლებში ნავთობით მოპოვებულმა იოლმა ფულმა რუსეთის ელიტებს, როგორც ჩანს, თავბრუ დაასხა და მოწყვიტა მკაცრ რეალობას. რეალობა კი ისეთია, რომ რუსეთს არ შეუძლია გახდეს დასავლეთის ნაწილი სრულუფლებიანი პარტნიორის სტატუსით, დასავლეთში რუსეთის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სლოვაკეთის ან რუმინეთის მსგავსი მორჩილი აღმოსავლეთევროპელი „მოსწავლის“ მდგომარეობით, რომელიც მზად არის, პირველხარისხოვანი სახელმწიფოების მითითებები შეასრულოს. რუსეთი დიდი ევრაზიული ძალაა და შეუძლებელია მისი ჩართვა დასავლურ პოლიტიკურ სისტემაში ისე, რომ აშშ-მ იქ წონა არ დაკარგოს. ხოლო ამის დაშვება აშშ-ს არ შეუძლია. ამიტომ ამერიკა ცდილობს, მოსკოვი თავის პოლიტიკას მოარგოს, ტაქტიკურად დრო გაწელოს და მისი ყურადღება მოადუნოს კეთილგანწყობილი რიტორიკის საშუალებით. რუსეთის „მონუსხვის“ ამ პოლიტიკამ რუსეთი უნდა მოწყვიტოს ევრაზიის თვითკმარი ცენტრის პროექტს, მეტაფიზიკური მესამე რომის იდეას, რომელიც თავის გარშემო ევრაზიის ჭეშმარიტად თავისუფალ ქრისტიან და მუსლიმანურ ხალხებს გააერთიანებს.

ადგილი აქვს მცდელობას, რუსებს თავს მოახვიონ იმაში დარწმუნებულობის გრძნობა, რომ მათი სახელმწიფოს ინტერესები ამიერიდან დასავლეთის მიერ მთლიანად იქნება გათვალისიწინებული, დასავლეთი და რუსეთი კი თანასწორუფლებიანი მოკავშირეები არიან, რუსეთის დასავლეთში ინტეგრაციის პერსპექტივით. რუსეთში უკვე გაშალეს ფრთები „მედასავლეთე დერჟავნიკებმა“, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რომ თითქოს ხდება რუსეთისთვის ხელსაყრელი ტექტონიკური ცვლილებები. დასავლეთი ამ განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ყალბი დათმობებით. ამგვარი საკმაოდ ცინიკური „დათმობების“ ერთი მაგალითია ფაქტი, რომ დასავლეთი აღარ აიარაღებს საქართველოს, ანუ საქართველო გამოიყენება, როგორც საკმაოდ ეფექტური ობიექტი რუსეთთან დიპლომატიურ ვაჭრობაში (ჩვენ არა ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ სააკაშვილი დასავლეთს ამიტომ აწყობს, ხოლო რუსეთი თავის ცხვირწინ ტყუილად უკეთებს მის რეჟიმს იგნორირებას).

და აი ახლა ასეთი მოულოდნელობა, რომელიც წესით, სულაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელობა რუსული დიპლომატიისთვის. ჯერ ნატო-მ თქვა უარი პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივაზე, რუსეთის საზღვრების პერიმეტრის გასწვრივ იქნას მოწყობილი ანტისარაკეტო სისტემა, ახლა კი ბალტიისპირეთთან დაკავშირებული ეს ისტორია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ მოიხსენიებენ ამერიკელი დიპლომატები რუსეთის ლიდერებს თავიანთ დეპეშებში. ასე რომ „გადატვირთვა“ გადატვირთვად, მაგრამ არ შეიძლება გეოპოლიტიკის კანონების უგულებელყოფა. ვიდრე აშშ-მ უარი არ თქვა „მსოფლიო ლიდერობაზე“, მისთვის მანამდე იქნება მიუღებელი თავის დროზე მოსკოვის მიერ დეკლარირებული „მრავალპოლუსიანი მსოფლიო“.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"