ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
18.06.2011
ქართული დიასპორა მოსკოვში, როგორც სააკაშვილის რუპორი

მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმოვანებული იდეა ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაციის შესახებ რია–ნოვისტის სტუდიაში გამართული ტელეხიდის განსჯის საგანი გახდა. რუსმა პოლიტოლოგმა გრიგორი ტროფიმჩუკმა მოსკოვის სტუდიაში მოიწვია ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაციის რადიკალი მომხრეები, რომლებიც სააკაშვილზე უფრო შორს წავიდნენ და საქართველო წარმოადგინეს, როგორც კერძო კომპანია, რომელიც შეიძლება, შეუერთდეს რომელიმე სხვა, უფრო მსხვილ კომპანიას, რაღაც მითიური მატერიალური სარგებლის გამო.

სამიდან ორი ეს რადიკალი რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ. არ–ახალია, რომ რუსეთში მყოფი ქართული დიასპორის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის თავგამოდებული და მეტიც, პათოლოგიური მხარდამჭერია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას იტყვის მათი „ბელადი“, მისი ყველა ინიციატივა ამ ვაი–პატრიოტებისთვის მისაღებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილის „გათეთრებას“ მისივე ბოდვითი იდეებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთ კონფედერაციაში გაერთიანების შესახებ შეეცადნენ მეწარმე ლევან ფესვიანიძე და მისი „ამფსონი“ ორგანიზაციაში „ლაზარე“, ვინმე ჯონი კვარაცხელია. ისინიც თამაშობდნენ „ექსპერტობანას“, მხარდაჭერა გამოთქვეს თურქული სამყაროსადმი საქართველოს „ანშლუსის“ მიმართ, მაგრამ მათ ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ და არც დასცდებათ რუსეთთან საქართველოს დაახლოების აუცილებლობის შესახებ, რასაც ხელს უშლის მათი ბელადი სააკაშვილი.

გამყიდველი ქართული ვაი–დიასპორის თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი გთავაზობთ გამართული ტელეხიდიდან ვიდეოამონარიდებს. ტელეხიდის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით.

Video-1:

Video-2:

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"