ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
30.09.2010
არგამსვლელი პაიკი „ჭადრაკის უდიდეს დაფაზე“

ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში ევროპელი დამკვირვებლების კონტიგენტს წინასაომარ განგაშს გამოვუცხადებდი. მკითხავთ, რატომ? ძალიან მარტივია - მიშას რადიკალურად მშვიდობისმოყვარე განცხადებები ჩემში ცუდ მოგონებებს იწვევს.

geurasia.org / saqinform.ge

მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტის წინადადება ბაგაფშისადმი  გალის რაიონის თავზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენად გარდაიქმნა, რაც, ყველასათვის ცნობილია, რითაც დასრულდა. მხოლოდ შტაიენმაიერის ჩამოსვლამ გაანელა გარკვეული დროით არსებული სიტუაცია.

როგორც აღმოჩნდა, შედეგად მხოლოდ „ბლიცკრიგის“ მიმართულება შეიცვალა დროებით.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ „ოცნებობს იმ დღეზე“, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის მმართველის როლს დაიკავებს აფხაზი ან ოსი ეროვნების ლიდერი და იქვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა „საქართველო გამთლიანდება“, მაშინ, როცა არაღიარებული რესპუბლიკები დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში.

„გამთლიანება“ მიხეილ სააკაშვილისგან არც თუ ისე ჭკვიანურად ჟღერს, მითუმეტეს რუსეთ-სირიის მიერ ახლო წარსულში დადებული შეთანხმების ფონზე.

გაზეთი „Едиот Ахронот“ -ი ამ ნაბიჯს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მიერ ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეხუდუ ბარაკუსთვის „სილის გაწნად“ მიიჩნევს, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში   მოსკოვში ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

გაზეთი იერუსალიმის წყაროს ციტირებას ახდენს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამჯერად რუსეთმა შორს შეტოპა და რომ „იახონტის“ სირიისთვის მიწოდება გაათავისუფლებს ისრაელს ვალდებულებისაგან - არ მიაწოდოს იარაღი მესამე , რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოსეთის კონფლიქტის შემდეგ, ისრაელი დათანხმდა, არ მიეწოდებინა იარაღი, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავები, საქართველოსთვის.

ახლოაღმოსავლური ლტოლვა ყველა „დიდი ძალის“ თავის ტკივილია. მაგრამ როგორია საქართველოსა და მისი ხელისუფლების როლი, რომელიც საკუთარ თავს ხან „დემოკრატიის შუქურად “ მიიჩნევს, ხან კი ერთ-ერთ მთავარ მებრძოლად გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ? როგორც ჩანს, თუ გამოვიყენებთ ბჟეზინსკის ცნობილ გამონათქვამს - ის, უბრალოდ, პაიკია „ჭადრაკის დიდ დაფაზე“. სხვათა შორის, პირადად მასთან ქართულ ისტებლიშმენტს არანაირი პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, რადგან აგვისტოს მოვლენებამდე ’’რუსთავი 2 ’’-ის ეთერში პირადად ბჟეზინსკიმ გააფრთხილა ყველა, რომ ამერიკა საქართველოს გამო რუსეთთან ომს არ დაიწყებდა. წარმოუდგენელია, ნუთუ ვერ გაიგეს? ვის შეეძლო ბჟეზინსკის ავტორიტეტის გადაფარვა ან როგორ და რა დონეზე იქნა გაცემული ავანსი მიშასთვის? დღეს ეს, ფაქტობრივად, არც არის საინტერესო.

ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ოფიციალურად უარი თქვა ირანისთვის С-300-ის მიწოდებაზე, აიძულებს ისრაელს (თუნდაც აშშ-ის ზეწოლით), უარი თქვას საქართველოს გადაიარაღების ვირტუალურ გეგმაზე იმ იარაღით, რომელიც დაარღვევს ძალთა ბალანსს კავკასიის რეგიონში. ხოლო ისეთი წვრილმანი შეთანხმებები, როგორიც იყო შარშან, როცა ფილიპინებზე   ქართული გემი და ეკიპაჟი დააკავეს ისრაელში წარმოებული იარაღით, არც ღირს აღნიშვნად, ეს ხომ მაღალჩინოსნების კერძო ბიზნესია.

მითუმეტეს, როდესაც სხვა ფლანგზე რუსეთს ნატოში ეპატიჟებიან , ხოლო მისი გაერთიანებისას სსო-ში , საქართველოს ხსენებაც კი არ არის, თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ ისეთ „პოლიტიკოსებს“, როგორიც არის შ. მალაშხია, რომელიც სახელისუფლო არხების მაყურებლებს არწმუნებს, რომ მძლავრ ინსტრუმენტს ფლობს „ოკუპანტზე“ ზეგავლენის მოსახდენად.

პოლიტიკა ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება. შეიძლება თუ არა რეალურ პოლიტიკად ჩაითვალოს სააკაშვილის განცხადებები საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, აფხაზი ეროვნების ადამიანიც გახდეს. იქნებ მალაშხიამ უკვე მოასწრო აღტაცების გამოხატვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. წარმომიდგენია, ამ განცხადებაზე როგორ კომენტარს გააკეთებს შამბა. ალბათ, დასცინებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს თეორიულად ან იურიდიულად შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ საეჭვოა, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, დათანხმდეს იმ ადამიანის შემოთავაზებაზე, რომელსაც დამნაშავედ მიიჩნევს და რომლის მიმართაც საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურა წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

გია ფაცურია

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"