ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
20.05.2010
დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისათვის
ქართული დიასპორები აქტიურდებიან პეტერბურგში გამართული დიასპორების მსოფლიო ფორუმის მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში.  ახლა უნდა გაირკვეს, რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველჰყოს არჩევნების გამჭვირვალობა. იხილეთ დოკუმენტი:საქართველოს ცენტრალური საარჩევნოკომისიის თავმჯდომარესბატონ ზურაბ ხარატიშვილსპატივცემულო თავმჯდომარევ!მოგმართავთ საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის, 2009 წლის 6 თებერვალს ავსტრიაში დარეგისტრირებული საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის სახელით. კონგრესის დაარსების მიზანია საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორათა გაერთიანება ისტორიული სამშობლოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად და მის დემოკრატიულ ნეიტრალურ აყვავებულ თანამედროვე სახელმწიფოდ გარდასაქმნელად.კონგრესის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში (ავსტრია), მისი ფილიალები რეგისტრირებულია თბილისში (საქართველო) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი).კონგრესის ინიციატივით 2010 წლის 23-24 აპრილს შედგა საქართველოს ხალხთა მსოფლიო ფორუმი - საქართველოს ისტორიაში საქართველოს მოქალაქეების პირველი მასშტაბური შეხვედრა თანამემამულეებთან მთელი მსოფლიოდან. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ყველა რეგიონს და ევროპის, აზიისა და ამერიკის 21 ქვეყანას.მსოფლიო ფორუმმა ერთხმად დააარსა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საარჩევნო პროცესებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განვითარების მონიტორინგი. ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა ვლადიმერ ხომერიკი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.ფორუმის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად მიმდინარეობს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობის დაკომპლექტება სხვადასხვა ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენელთაგან. მომზადებულია დოკუმენტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერის განყოფილებაში (United Nations Assistance Division) წარსადგენად და 2005 წლის 27 ნოემბრიდან არჩევნების მიმდინარეობისადმი საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის და საერთაშორისო ექსპერტებისათვის მართვის სისტემის მხარდამჭერი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრში (გაერო, ნიუ-იორკი) შესატანად.გთხოვთ დაარეგისტრიროთ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლები საერთაშორისო დამოუკიდებელ დამკვირვებლებად საქართველოს ხელისუფლების ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება 2010 წლის 30 მაისს. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაყოვნების გარეშე გადმოგვიგზავნოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანკეტა საერთაშორისო დამკვირვებლების პერსონალური რეგისტრაციისათვის.დანართი:საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის რეგისტრაციის მოწმობა - 3 გვერდი.ალექსანდრე ებრალიძე,საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი,საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმისორგკომიტეტის თავმჯდომარესაკონტაქტო მისამართები:190000, Россия, Санкт-Петербург, Английская наб., д.10ტელ. (812) 570-6439,ფაქსი (812) 571-8129ელ-ფოსტა: press.congress@gmail.com
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"