ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
16.04.2010
ბაკიევის "ეპოპეა" დასრულდა

ყირგიზეთის აწ უკვე გადამდგარმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და მეზობელ ყაზახეთში იმყოფება. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა გამოაცხადა, რომ სწორედ მან შეიტანა გადამწყვეტი წვლილი მოძმე ქვეყანაში სამოქალაქო ომის თავიდან აცილების საქმეში. საგულისხმოა, რომ ბაკიევის გადაფრენა ყაზახეთში რუსეთიდან გამოგზავნილი თვითმფრინავის საშუალებით მოხდა.

ამავე დროს, დროებითმა მთავრობამ, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, გამოაცხადა, რომ ორიოდე თვეში კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს აშშ-ს მანასის ბაზით სარგებლობის უფლებას. ეს მოსალოდნელიც იყო: ახალი ხელისუფლება რუსეთის ფარული ხელშეწყობით რომც იყოს მოსული ქვეყნის სათავეში, მაინც არ იქნება დაინტერესებული, უმალვე ღიად დააფიქსიროს ეს მომენტი და მისცეს სხვადასხვა ძალებს მსოფლიოში რუსეთის კრიტიკის საფუძველი.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის ურთიერთობები, რომლებიც თანდათანობით დამყარდება რუსეთსა და ყირგიზეთს შორის. ამ ურთიერთობების ხასიათი დაგვანახებს ყირგიზეთის ევრაზიულ სივრცეში ინტეგრირების პერსპექტივებს. ბაკიევის დროს ეს ურთიერთობები ჩიხში იყო შესული. ხოლო რაც შეეხება ამერიკულ ბაზას, ანუ „სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრს“, მისი ბედი, სავრაუდოდ, მომავალ წელს გაირკვევა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"