ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.04.2010
ექსპრეს-კომენტარი

როგორც ჩანს, ყირგიზეთში მოვლენები ძალზე სწრაფად ვითარდება და უკვე მოდის ცნობები, რომ პრეზიდენტი ბაკიევი გაიქცა ქვეყნიდან და სიტუაციას დედაქალაქში ოპოზიცია აკონტროლებს (თუ ამას კონტროლი ჰქვია).

ჩვენ ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას. ასევე გვინდა შეგახსენოთ ანალოგიები ბაკიევის და სააკაშვილის რეჟიმებს შორის. ორივე ეს რეჟიმი აყალბებდა არჩევნებს და ამით გზას უხშობდა ოპოზიციას, ლეგალური მეთოდებით მოეხდინა ხელისუფლების შეცვლა. ამან გამოიწვია კიდეც აჯანყება, რომელიც სისხლიან მოვლენებში გადაიზარდა. სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს (უფრო სწორად, ვანო მერაბიშვილის რეჟიმი) კვლავ აპირებს არჩევნების ფალსიფიცირებას, რაზეც ბატონმა ვანომ დღეს არაოაზროვნად მიანიშნა თავის სკანდალურ ინტერვიუში. დასკვნების გამოტანა მკითხველებისთვის მიგვინდია.

ყირგიზეთს თუ დავუბრუნდებით, ერთადერთი სწორი პოლიტიკა, ჩვენი აზრით, ნებისმიერი ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც მოვა რესპუბლიკაში, შეიძლება იყოს სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან, კეთილმეზობლობა ჩინეთთან და ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ ბაზების და მსგავსი ობიექტების გარეშე, სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-თან. და, რა თქმა უნდა, კლანურობის, კორუფციის შეძლებისდაგვარად შემცირება შიდა პოლიტიკაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაისადგურებს ყირგიზეთის მიწაზე სიმშვიდე და სტაბილურობა.

P.S. როგორც ირკვევა, ბაკიევს ყირგიზეთის ტერიტორია არ დაუტოვებია, არამედ ქვეყნის სამხრეთში, თავის მშობლიურ კუთხეში გაემგზავრა. თუმცა, წინააღმდეგობის გაწევას ახალი, დროებითი ხელისუფლებისთვის ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"