ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
02.11.2015
„საქართველო თქვენთან არის. ვგლოვობთ“

   საქართველო უერთდება საყოველთაო გლოვას, რომელმაც მოიცვა რუსეთი და მთელი მსოფლიო, ეგვიპტეში სამოქალაქო თვითმფრინავის დაღუპვის გამო. ქვეყნის პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა შესაბამისი წერილები რუსეთის ხელმძღვანელობას უკვე გაუგზავნეს, მაგრამ უბრალო მოქალაქეებიც თავიანთი თანაგრძნობის სიტყვებს წერენ სოციალურ ქსელებში. ხოლო ახალგაზრდა ადამიანების ერთმა ჯგუფმა, ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით, 2 ნოემბრის საღამოს, საქართველოში რუსეთის საელჩოსთან (ოფიციალურად – „შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია საქართველოში“) სანთლები დაანთო და ყვავილები მიიტანა, დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ. „საქართველო თქვენთან არის. ვგლოვობთ“ – ეწერა სპონტანურად შექმნილ პლაკატზე, რომელიც რუსეთის და საქართველოს დროშების ფერებში იყო შეღებილი.

   სამწუხაროდ, ამ მცირე მასშტაბის, მაგრამ საკუთრივ საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების გასაშუქებლად, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სოლიდარობის გამოხატვის აქტი, სხვადასხვა ქართული მასმედიის წარმომადგენლები, დაპირების მიუხედავად, არ მოვიდნენ. აშკარაა, რომ ასეთი ბრძანება სხვადასხვა ტელევიზიებს – „იმედს“, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „მაესტროსა“ და სხვებს ერთმა და იმავე, არაქართულმა წყარომ მისცა. იგივე წყარო აძლევს ამ მასმედიას გრანტებს, და, როგორც შედეგი, ქართველი ჟურნალისტები, სამწუხაროდ, შეზღუდულნი არიან თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.

   მაგრამ თვით ეს უმსგავსობაც ფერმკრთალდება საშინელი ტრაგედიის ფონზე, რომლისგან არავინაა დაზღვეული. ძვირფასო რუსო ძმებო და დებო – გამაგრდით! უფალი ჩვენი დიდია! მსოფლიოს ყველა ხალხი თქვენ თანაგიგრძნობთ!

 

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"