ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
25.11.2014
რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება საქართველოს ინტერესშია

  ხელშეკრულების დადებით რუსეთი არა აფხაზეთის ანექსიას, არამედ აფხაზეთზე გავლენის გაძლიერებას ახდენს. შემთხვევით არ ახსენა პუტინმა სატრანსპორტო დერეფანი რუსეთის, აფხაზეთის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით. აფხაზებს ამ პროექტის შიში ჰქონდათ, ახლა კი თავს უფრო დაცულად იგრძნობენ. შესაბამისად, მათი პოზიცია კიდევ ბევრ ისეთ საკითხზე შერბილდება, რომლითაც საქართველო ობიექტურად არის დაინტერესებული.

 რუსული გავლენის გაძლიერება აფხაზეთზე იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი დარჩება მართლმადიდებლური სამყაროს შემადგენლობაში, რომ იქ თურქული და ისლამური გავლენა არ გაიზრდება, შესაბამისად, სამომავლოდ მეტი შანსი იარსებებს, საერთო ენა გამოვნახოთ აფხაზებთან, რომლებსაც ოფიციალური თბილისი დღემდე „ძმებად“ მოიხსენიებს.

   ყოველივე ეს კი საქართველოს ინტერესებშია, მაგრამ ქვეყანაში ატეხილია ისტერია და მეფობს სიბნელე. საქართველოს დღემდე არ ჰყავს სტრატეგიულად მოაზროვნე არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. არადა, ვითომ-დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკვე 23 წელიწადზე მეტი გავიდა.

   

 გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"