ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
23.10.2014
კონფერენცია ვლადიკავკაზში: ”ქრისტიანობა და ისლამი გლობალიზაციის გამოწვევების წინაშე”

  რუსეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს რელიგიათა შორის დიალოგს და სავსებით აცნობიერებს ტრადიციული რელიგიების თანამშრომლობის აუცილებლობას რუსეთში, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, მშვიდობის განსამტკიცებლად. ძნელია, ვინმე შეგვედავოს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრადიციული რელიგიების თანამშრომლობა და ამ გზით მიღწეული სტაბილური მშვიდობა საქართველოს ინტერესსაც ისევე წარმოადგენს, როგორც რუსეთისას. ევრაზიის ინსტიტუტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოში უცხო სექტების საქმიანობის პოლიტიკური დატვირთვის შესახებ და სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობები ინსტიტუტის ინტერესთა ყურადღების ცენტრში კვლავაც რჩება.

სწორედ ამ მიზეზით, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა აფხაიძე მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ვლადიკავკაზში, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, დასახელებით - ”ქრისტიანობა და ისლამი გლობალიზაციის გამოწვევების წინაშე”. რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი და ევრაზიის ინსტიტუტი მთელ რიგ მნიშვნელოვან თემებზე კვლავაც განაგრძობენ თანამშრომლობას.

ინფორმაცია ვლადიკავკაზში გამართული კონფერენციის შესახებ იხ. რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"