ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
26.03.2014
ევრაზიის ინსტიტუტის 24 მარტის აქციის შედეგების შეჯამება

  მაშ ასე, 2014 წლის 24 მარტს, ქართველებმა მოიხადეს თავიანთი მორალური ვალი და სოლიდარობა გამოუცხადეს ერთმორწმუნე, მოძმე სერბ ხალხს, რომელიც 15 წლის წინათ გახდა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის - ნატოს აგრესიის მსხვერპლი. თბილისსა და ბათუმში გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული მასშტაბური აქცია, რომელსაც ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის: „ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირი“ (გ.ვანიშვილი), „საქართველოს მშრომელთა კავშირი“ (თ.ჯაფოშვილი), „ახალი ხიდი“ (ს.ქორიძე), „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ (ნ.ბოლქვაძე) და სხვები, მათ შორის, ყოფილი პოლიტპატიმრები. თბილისში შეიკრიბნენ შიდა ქართლის კონფლიქტის ზონის მცხოვრებნი, ასევე მოქალაქეები თელავიდან, საგარეჯოდან და სხვა ქალაქებიდან. აქციის მთავარი ლოზუნგები დაკავშირებული იყო სწორედ სერბულ ტრაგედიასთან და არაფერი ჰქონდა საერთო ევრაზიულ კავშირთან, როგორც ეს ქართულმა მასმედიამ გამოაცხადა. შეკრებილთა მიერ თბილისსა და ბათუმში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები აღიმართა: „რატომ არ დაინდეთ სერბი ბავშვები?!“, „ნატო - სეპარატიზმის მხარდამჭერი“, „ნატო - ბოდიში მოიხადეთ აგრესიისათვის!“, „ქართველებს და სერბებს საერთო სიწმინდეები გვაქვს!“... (სავსებით ლოგიკურია, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა - ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა და მამა ნოე გუგუციძემ, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ).

  თუმცა როგორც ქართულმა, ისე რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა საკმარისად გააშუქეს თბილისის და ბათუმის აქციების თანმდევი მოვლენები. უკვე ყველამ იცის, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ევრაზიის ინსტიტუტის გეგმების ჩაშლის მცდელობას „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებისა და „ლგბტ-მოძრაობის“ მხრიდან. ამიტომ აღარ შევუდგებით იმის აღწერას, თუ რა და როგორ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მასმედია არ შეეცადა, უფრო ღრმად გარკვეულიყო საქმის არსში და ზედაპირული, დილეტანტური შეფასებებით დაკმაყოფილდა (მცირე გამონაკლისების გარდა).

აქციის შედეგები კი ასეთია:

  1. ქართულმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მაინც გაიგო 1999 წლის ნატოს აგრესიის ნეგატიური მნიშვნელობა საქართველოსათვის და მთელი თანამედროვე მსოფლიოსთვის, უკეთ გააცნობიერა მოძმე სერბი ხალხის გულისტკივილი;
  2. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებმა დიდი რეკლამა გაუწიეს ევრაზიის ინსტიტუტს - აუგორეს მას „შავი პიარი“, რაც ხალხისათვის საძულველი ელემენტების მხრიდან საუკეთესო რეკომენდაციაა;
  3. ასევე თავისდა უნებურად, „ნაცების“ ნარჩენებმა გამოააშკარავეს ის გარემოება, რომ ნატო არავითარ შემთხვევაში არ არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, არამედ საკმაოდ საეჭვო და სახიფათო ვარიანტია,
  4. „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები აქამდე მიჩვეულნი იყვნენ, რომ ნებისმიერი აქცია, რომელსაც ისინი „პრორუსულის“ იარლიყს მიაწებებდნენ, თავჩაღუნული ხვდებოდა მათ პროვოკაციებს და ისინიც დაუსჯელად გრძნობდნენ თავს. ახლა მათ საკუთარ დაუსჯელობაში სერიოზული ეჭვი შეეპარათ - ხალხი არ წამოეგება „პრორუსულობის“ თემით სპეკულირებას და ფიზიკურ ძალადობას საკადრის პასუხს გასცემს.

  ყოველივე ამას, „ნაცები“, რა თქმა უნდა, ვერ აცნობიერებენ, თავიანთი დაბალი ინტელექტის გამო, მაგრამ კარგად გრძნობენ ინსტინქტების დონეზე. სწორედ ამიტომ გამოაცხადეს მათ ევრაზიის ინსტიტუტი ქვეყნის „მტრად“ და „ფეისბუკზე“ სპეციალური გვერდიც შექმნეს ჩვენი ინსტიტუტის აკრძალვის მოთხოვნით, რაც, რა თქმა უნდა, ანტიკონსტიტუციური მოთხოვნაა. მეტიც, „ნაცები“ და „ლგბტ“ აქტივისტები შეეცადნენ, 25 მარტის საღამოს, ზეწოლის გზით ეიძულებინათ თბილისის ძმები კაკაბაძეების ქუჩის მცხოვრებნი, მოეთხოვათ ევრაზიის ინსტიტუტისთვის ამ ქუჩის 22 ნომერში მდებარე ოფისის დახურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იმუქრებოდნენ, რომ ასეთ ხმაურიან აქციებს ყოველ საღამოს მოაწყობენ ამ ქუჩაზე, სახლისა და ქუჩის ბლოკირებით, რაც, ბუნებრივია, დიდ პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივ მცხოვრებთ. „ნაცების“ და „ლგბტ-საზოგადოების“ მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირონ ევრაზიის ინსტიტუტს.

  ეს არის პირდაპირი ექსტრემიზმი და მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დარღვევა (უფლება საკუთარ სახლში მშვიდ ცხოვრებაზე, ასევე შეუფერხებელ მუშაობაზე). თუკი მსგავსი შემთხვევა განმეორდება, ევრაზიის ინსტიტუტი უფლებას იტოვებს, საჩივარი შეიტანოს პროკურატურაში და მოითხოვოს „ნაცებთან“ და „ლგბტ საზოგადოებასთან“ ასოცირებული რამდენიმე ორგანიზაციის აკრძალვა და ადამიანის უფლებების დამრღვევ ღონისძიებათა ორგანიზატორების დაკავება და დასჯა. ეს იქნება კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი 24 მარტს ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებისა.

 

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"