ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
12.11.2013
სოჭის ოლიმპიადა-საქართველოს შანსი ფსიქოლოგიური ჩიხიდან გამოსვლისთვის

 ყველასათვის ნათელია, რომ ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მეგობრობის გამტკიცებას, თანამშრომლობას, პროგრესს და მშვიდობას მთელს მსოფლიოში.

  სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოდან, ე. ი. იმ მომენტიდან, როცა პეკინში გაიხსნა ზაფხულის ოლიმპიური  თამაშები, ხოლო საქართველოში, ცხინვალის რეგიონში, დაიწყო საომარი მოქმედებები, ოლიმპიური თამაშები, როგორც ასეთი, აღძრავენ არა მარტო კარგ, არამედ ტრაგიკულ მოგონებებსაც. უზურპატორმა,ავანტიურისტმა და პროვოკატორმა მ.სააკაშვილმა პრეზიდენტად ყოფნისას განახორციელა აგრესიის აქტი ცხინვალის მოსახლეობის წინააღმდეგ, რისთვისაც მან სპეციალურად შეარჩია ოლიმპიადის გახსნის დღე. დაზარალდა როგორც ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა და რუსეთის მშვიდობისმყოფელები, ისე საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა. საქართველოს მიადგა კოლოსალური ზიანი, რაც გამოიხატება შემდეგში:

     -„გრადებით“ ვერაგული იერიშის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობასა და სამშვიდობოებში (რაც სირცხვილია რაინდული სულის მქონე ქართველი ხალხისთვის);

     -დაიკარგა შანსი ცხინვალის რეგიონში დროის განმავლობაში თითქმის მოშუშებული კონფლიქტის მოგვარებისა;

     -დაიღუპნენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც გამოიყენეს საზარბაზნე ხორცად;

     -უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, გაძლიერდა საქართველოს დამოკიდებულება უცხოურ დახმარებაზე და კრედიტებზე;

     -დაირღვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, გაუკეთეს რა პროვოცირება რუსეთს, ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ყოველივე ამის შედეგად ლიახვის ხეობის ქართულმა სოფლებმა შეწყვიტეს  არსებობა.

 

 აგვისტოს ომს ომის ნაცვლად შეგვიძლია ვუწოდოთ რამდენიმესაათიანი სისხლიანი სასაკლაო ან დღეები, გარე ძალების მიერ მართული პრეზიდენტ-უზურპატორის მახინჯი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

 2008 წლის შემდგომ  გაიარა ხუთმა წელიწადმა, რომელთაგან ბოლო ორ წელიწადს თავისუფლად შეიძლება, დაერქვას მკვეთრი ცვლილებების წელიწადი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ხალხი საბოლაოდ დარწმუნდა  2008 წლის აგვისტოს  მოვლენებში რეჟიმის დანაშაულში, შემდეგ პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ბ.ივანიშვილი, ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგადაც მმართველი პარტია, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი დაბოლოს პრეზიდენტიც გადარჩეულ იქნენ. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქართული საზოგადოება გამოხატავს მტკიცე სურვილს, სამართლიანობის სახელით მოხდეს სააკაშვილის და მისი გუნდის გასამართლება, მოხდება ეს  ჰააგის ტრიბუნალით თუ საკუთრივ საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი მოტივი ხალხის ასეთი სურვილისა არის სწორედ 2008 წლის აგვისტოში სისხლიანი სასაკლაოს მოწყობა. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ხელოვნურად ჩიხში შეყვანას, ერთ-ერთი ძირითადი დაპირება მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისა“ იყო ამ ურთიერთობების დარეგულირება - ასევე საზოგადოების სურვილიდან გამომდინარე. ხალხმა გაიგო, რომ 2008 წლის ავანტიურის მიზანი იყო საბოლოოდ გაწყვეტილიყო ისედაც გაფუჭებული ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის.

    პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით,  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება უნდა დაიწყოს რიტორიკის სწორი შერჩევით, ხოლო მიდგომა კი პრაგმატული უნდა იყოს, რაც, ვფიქრობ, ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც ახალ მთავრობას, რისი ნათელი მაგალითიც არის რეინსტაგრაციის საკითხებში  მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, როდესაც მან სოჭის ოლიმპიადაში ქართული მხარის მონაწილეობას პრაგმატული ნაბიჯი უწოდა. პრემიერმა ივანიშვილმა კი დასვა კითხვა, თუ რას მოიგებს ქართული მხარე ბოიკოტის შემთხვევაში და ხომ არ აღმოვჩნდებით იზოლაციაში. როგორც ჩვენთან შირად ხდება, საღ აზრს გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც ფინანსდებიან დასავლური გრანტებით და ასევე, რასაკვირველია, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. აი ამ სპექტრიდანწამოვიდა ზეწოლა ხელისუფლებაზე, მათ თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით დაჟინებით მოითხოვეს სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება. 

 ასევე აღსანიშნავია ის ვნებათაღელვა, რომელიც პრესაში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გამოიწვია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნეთა რიგებში 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, მფრინავი ივან ნეჩაევის დაფიქსირებამ. ამ შემთხვევაშიც საჭირო იყო პრაგმატული სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა ემოციურ-რადიკალური და წამგებიანი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ამ გამოწვევასაც სწორად უპასუხა ქართულმა მხარემ, როდესაც ივან ნეჩაევის მეჩირაღდნეობა არ იქნა გაპროტესტებული. ორიოდე სიტყვით მინდა განვმარტო ნახსენები ფაქტი: ყველა ომს და ყველა მხარეს ჰყავს თავისი გმირი, და მფრინავი ნეჩაევი სრულებითაც არ არის საქართველოს მოსისხლე მტერი, ისევე როგორც ქართველი გმირები არ არიან რუსეთის მტრები.  ისინი აღმოჩნდნენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს (მადლობა ღმერთს, რომ მაინც მცირე ხნით) პროვოკატორი სააკაშვილის და მისი დასავლელი მფარველების მონდომებით. ამიტომ რუსეთს აქვს სრული უფლება, მისცეს ნეჩაევს ოლიმპიური ჩირაღდანი, ეს სრულებითაც არ არის ანტიქართული ქმედება, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ. 

   როდესაც საუბარია ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მონაწილეების სულის ძახილი და სურვილი, მოიპოვონ გამარჯვება. ქართველი სპორტსმენები, მიუხედავად შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული განცხადებებისა მათი მისამართით, მზად არიან, დაიცვან თავიანთი ქვეყნის ღირსება და მაქსიმალურად ღირსეულად გამოვიდნენ ოლიმპიადაზე. მონაწილეობა ოლიმპიადაში - ეს ხომ უზარმაზარი სიხარული და სტიმულია ნებისმიერი სპორტსმენისთვის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი საქართვველოს ეძლევა შესაძლებლობა, გამოვიდეს ფსიქოლოგიური ჩიხიდან, რომელშიც  ის მოაქცია სააკაშვილის რეჟიმმა. რეჟიმი ნერგავდა რუსეთის სახით მტრის ხატს. ძალაუნებურად, აგრესიულმა სახელმწიფო პროპაგანდამ ნაწილობრივ იმოქმედა საქართველოს მოქალაქეებზე და აი ახლა ჩვენ ყველანი ვრწმუნდებით იმაში, რომ რუსები სრულებითაც არ არიან აგრესიული ხალხი და იქ აფასებენ ხალხთაშორის მეგობრობას, განსაკუთრებით კი, ისტორიულად მასთან დაახლოებულ ქართველ ერთან. სოჭის ოლიმპიადა ყველაზე ხელსაყრელი მოვლენაა იმისთვის, რომ ჩვენ სამუდამოდ გავფანტოთ უსაფუძვლო შიში რუსეთის მიმართ და დავიწყოთ  თამამად თანამშრომლობა მასთან, ჩვენი პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

 

ირაკლი ყიფიანი
- ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"