ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
24.10.2013
ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირის განცხადება

თბილისი, 24 ოქტომბერი, 2013წ. ჩვენ, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა კავშირის წევრთა დღევანდელი შეკრების მონაწილენი, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის მიზნიდან გამომდინარე, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების სრულმასშტაბიანი დარეგულირება უნდა გახდეს.

 მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვლის მიერ ამ მხრივ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან დარეგულირების კურსს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის, მის გარემოცვაში. საკმარისი არ არის მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის რიტორიკაზე - რუსეთისა და მისი ხელისუფლების ლანძღვაზე უარის თქმა. პოლიტიკურ სტრატეგიას თავისი მოთხოვნები აქვს. საქართველო გვერდს ვერ აუვლის რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, საკუთარი გეოგრაფიული და გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე: ჩვენ რუსეთი ან მუდამ მტრად გვეყოლება მოკიდებული, ან რუსეთის პარტნიორები და მეგობრები ვიქნებით. ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ამ ორიდან რომელი ვარიანტი სჯობს საქართველოსთვის, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის. ბუნებრივია, საქართველოს ერთიანობის პრობლემაც, რუსეთის კეთილი ნების გარეშე, არ მოგვარდება.

  უკვე დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ გააღრმავოს რუსეთთან დარეგულირების პროცესი და დათანხმდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება სრულყოფილი დიალოგის წარმოება და პრობლემების მოგვარება. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას, საქართველოს მიერ. პირიქით, საქართველოს დამატებითი და თან სერიოზული ბერკეტები ეძლევა პროცესებზე ზემოქმედების მოსახდენად. გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოძულეებს მხოლოდ საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა ეშინიათ! ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ორიენტირებულია დასავლეთზე, მაგრამ სწორედ ამ ორიენტაციის გამო დაინგრა მისი ტერიტორიული მთლიანობა, გაპარტახდა ეკონომიკა, ხალხის დიდი ნაწილი უცხოეთში გადაიხვეწა. დროა, გამოვფხიზლდეთ და მოვლენებს თავისი სახელი დავარქვათ!

   მხარს ვუჭერთ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, დაწყებულ იქნას მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით, ვინაიდან ეს საქართველოს მომავლისათვის აუცილებელი წინაპირობაა. ასევე მოვითხოვთ, დემოკრატიულ გარემოში დაინიშნოს პლებისციტი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თემაზე. აღნიშნული ქმედებები დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის, განახორციელოს სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი. 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"