ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
04.09.2013
ტყუილების ერთ-ერთი ბუნაგი მოიშალა

  ევრაზიის ინსტიტუტი მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორატის გადაწყვეტილებას, ეთერიდან მოხსნას სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მსახურის, კერძოდ, მერაბიშვილის უწყების „ანალიტიკური“ სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად სააკაშვილის სასახლის დერეფნებში მოსიარულე შოთა უტიაშვილის მეუღლის, „ჟურნალისტის“ ეკა კვესიტაძის ე. წ. „საავტორო გადაცემის“ დახურვას.

  ევრაზიის ინსტიტუტმა ამ გადაწყვეტილებაში თავისი წვლილი შეიტანა, როდესაც ამხილა ე. კვესიტაძის მიდრეკილება სიყალბისადმი და ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა. ამიტომ, ქ-ნი კვესიტაძე ტყუილად ნუ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას თავისი უნიჭო გადაცემის დახურვაში. საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხის სამსახურში უნდა იდგეს და სიმართლეს ემსახურებოდეს, ქ-ნ კვესიტაძეს კი სრული უფლება აქვს, ჭორების გავრცელება ამიერიდან საკუთარ სამზარეულოში განაგრძოს.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"