ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.07.2013
“გენსეკის“ ვიზიტი საქართველოში

ამა წლის 26-27 ივნისს საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა ჩრდილოეთ-ატლანტიკური ბლოკის (ნატო) გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ამ ორგანიზაციის დელეგაციასთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი კომიკური იყო თავისი არსით, თუმცა საუბარი მასპინძლებთან სერიოზულ და ზოგჯერ ტრაგიკულ თემებსაც ეხებოდა.

 

ერთ-ერთი ასეთი თემა იყო ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნის თემა. ბოლო ორი თვე ყველაზე მძიმე გამოდგა ქართველი ჯარისკაცებისთვის ავღანეთში - ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 10 და მძიმედ დაიჭრა ათეულობით სამხედრო. ამჟამად ირკვევა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მზად იყო, ავღანეთში გაეგზავნა 2500-მდე სამხედრო, ამჟამინდელი 1600-ის ნაცვლად. ანუ, სააკაშვილი მზად იყო კიდევ უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა თავისი თავის ხელისუფლებაში დატოვების მიზანს.

 

სწორედ ნაციონალების ხელისუფლებაში დარჩენა იყო ავღანეთში ჯარის გაგზავნის მიზეზი სააკაშვილისთვის და არა ყბადაღებული „მაპ“-ი, ან, მით უმეტეს, ნატო-ში შესასვლელი „ბილეთის“ მიღება. იმიტომ რომ, როგორც საკმაოდ ცინიკურად განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა რასმუსენმა, ავღანეთში ჯარის გაგზავნა ამგვარ ბილეთად ვერ გამოდგება. ანუ, გინდაც 10 ათასი ჯარისკაცი გაეგზავნა სააკაშვილს ავღანეთში და ასეულობით „ცინკის“ კუბო უკან დაბრუნებულიყო, ეს ოდნავადაც კი ვერ მიახლოებდა საქართველოს ნატო-სთან. ნაციონალებმა ამის შესახებ მშვენივრად იცოდნენ.

 

ბედის ირონია იმაშია, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დასარჩენად ვერც ავღანეთის ავანტიურამ უშველა და ამერიკელებმა თვალები დახუჭეს მისი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობიდან გამობუნძულებაზე. თუმცა, მთლად ბოლომდე არ გაწირეს და ბინძურ „კოჰაბიტაციას“ ავალდებულებენ არჩევნებში გამარჯვებულ კოალიციას „ნაცებთან“.

 

თუმცა, დავუბრუნდეთ რასმუსენის ვიზიტს. თუ ავღანეთის სასაკლაოზე მონაწილეობა არა, არც „წარმატებული კოჰაბიტაცია“, „დემოკრატიულად“ ჩატარებული არჩევნები, მაშ რა დააახლოებს საქართველოს ნატო-სთან რეალურად? ერთ-ერთი პირობის შესახებ ასევე საკმაოდ ცინიკურად ისაუბრა ანდერს ფოგ რასმუსენმაც თბილისში: ეს არის ე.წ. ჰომოსექსუალების“ ანუ, ხალხურად რომ ვთქვათ, „პიდარასტების“ პარპაშის დაშვება თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. 

 

დიახ, სწორედ ასეა. სრული ჭეშმარიტებაა ქართულ სოციალურ ქსელებში ამ ბოლო დროს გავრცელებული ხუმრობა, რომ ნატო-ში შესასვლელი გზა ტრ... უკაცრავად, სხეულის ერთ-ერთ ანატომიურ ნაწილზე გადის.

 

მეორე ძირითადი პირობა კი აფხაზეთ-ე.წ. სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო და შემდეგ დე-იურე აღიარებაა, ანუ „სერბული გზა“. ისევე როგორც სერბეთის რესპუბლიკას ევროკავშირი უყენებს პირობად, რომ აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მისთვის ევროკავშირში შესასვლელი გზა ხსნილი, ზუსტად ასევე საქართველოსთვის ნატო-ს და შემდეგ ევროკავშირის გზა გაიხსნება მხოლოდ სეპარატისტული რესპუბლიკების დე-ფაქტო აღიარების შემდეგ, რაც დე-იურე აღიარებით უნდა დასრულდეს.

 

ამის შესახებ ნატო-ს „გენსეკს“ თბილისში ღიად არ უსაუბრია, თუმცა, არაპირდაპირი „მესიჯები“ და სიგნალები უკვე არაერთხელ მოსულა დასავლეთიდან, და ჩვენი აზრით, მათი ინტენსიობა უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, არის გარკვეული ჯგუფი და პარტიები, რომლებიც თანახმა იქნებიან მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე (ისევე როგორც სერბეთში არიან კოსოვოს აღიარებაზე თანახმა პოლიტიკური ძალები). თუ როგორ გადანაწილდება გავლენები საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი იქნება სიტუაცია ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, ამას მომავალი გვაჩვენებს.

 

 

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"