ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
28.05.2013
შიდა ქართლში „საზღვრის“ გადმოწევის საწინააღმდეგო წამალი

 გივი თარგამაძეს, გიგი წერეთელს და მრავალი წლის მანძილზე ძალაუფლებით გადამძღარ სხვა ნაც-რეპტილიებს სოფელი დიცის მკვიდრმა გლეხებმა დიდი პატივი სცეს: არ ჩაქოლეს და მხოლოდ სიტყვიერი კრიტიკა აკმარეს. ნაც-აქტივს ჯერ კიდევ შერჩა გარდასულ დროთა განმავლობაში სისხლში გამჯდარი თავხედობა და მათ მიერვე გაუბედურებულ ქართლელ გლეხებთან ჭკუის დასარიგებლად ჩასვლა გაბედეს, ნაცვლად იმისა, რომ პირში წყალჩაგუბებულნი, მუხლებზე დამხობილნი და თავდახრილნი პატიებას ითხოვდნენ. ნაცები სიტუაციის ამღვრევას და ხალხის წაქეზებას ცდილობდნენ როგორც რუსების, ისე საქართველოს ახალი მთავრობის წინააღმდეგ. მათ მიიჩნიეს, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ „საზღვრის“ გავლების პროცესი საამისოდ კარგ ნიადაგს ქმნის.

 მაგრამ დიცელებმა სიბრძნე გამოიჩინეს და მეგობრის ქურქში გადაცმულ მტრებს საკადრისი პასუხი გასცეს, შესაბამისი ვიდეომასალა რეგიონულმა სააგენტომ გაავრცელა. ნაცების უსუსურობა გასაგებია, მათივე ბელადის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ისინი უკვე „ჩარეცხილები“ არიან, ან, მათთვის საუკეთესო შემთხვევაში, „ჩასარეცხად“ გამზადებულები, მაგრამ გაკვირვებას იწვევს საქართველოს მთავრობის პასიურობა. მსგავს სიტუაციებში ენერგიული ქმედებები და ეფექტური მენეჯმენტია საჭირო, ხალხის გვერდით დგომა და პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. სულ ცოტა, ვიზუალურად, ეს არ ჩანს.

 ამასთან დავძენთ, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრად ქცეული ადმინისტრაციული ერთეულების გამყოფი ხაზის გადაწევა-გადმოწევის პრობლემას რუსეთთან აქტიური თანამშრომლობა სჭირდება. ეს კი შეუძლებელია, სანამ არ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. დღეს რომ საქართველოს რუსეთში საელჩო ჰქონდეს და საერთოდ, აქტიური დიალოგის პროცესი მიმდინარეობდეს, მსგავს დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ყურადღების მოპყრობა არ გაჭირდებოდა. სწორედ დიპლომატიური არხების არსებობაა საჭირო ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად. შესაბამისად, ევრაზიის ინსტიტუტის სახელით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ბოლოსდაბოლოს, დაისვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი. ეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ კიდევ უფრო მეტად,  საქართველოს ინტერესებშია.

 

გულბაათ რცხილაძე,
შოთა აფხაიძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"