ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
29.03.2013
გოჩა გვასალია: „მედასავლეთეობა საქართველოში თავის ბოლო დღეებს ითვლის“

დასაწყისიდანვე აღვნიშნავ, რომ დასავლური პოლიტიკური სისტემის იდეური კრიზისი დროთა განმავლობაში ღრმავდება. ის, რაც დღეისთვის მაღალი ტრიბუნიდან ითქმის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსთა მიერ, არის მხოლოდ ინერცია და მაშინალურად განმეორებადი მოქმედება. ლიბერალიზმის აპოლოგია ჩვეული წესით გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნდა ათობით მეცნიერულად დასაბუთებული კრიტიკული წიგნი გამოცდილი დასავლელი ავტორებისა (ჯორჯ სოროსი, რიჩარდ პოზნერი და სხვები). არ არიან დასავლეთში არც პოლიტიკოსები, არც მოაზროვნენი, რომელთაც შეუძლიათ შექმნან რაიმე ახალი და საყოველთაო, როგორც მწერლები და ფილოსოფოსი სოციალისტები XVIII-XIX საუკუნეებში  ქმნიდნენ განმანათლებლობასა და სამეცნიერო მესიანიზმს, როგორც   XVII საუკუნის პროტესტანტები შრომის მეოხებით, პრედესტინაციონიზმის სწავლებაზე დაყრდნობით ქმნიდნენ საყოველთაო ხსნის იდეას. არსებული სისტემის განახლებაზე დასავლეთში ბევრი ითქმის მთელი მისი ვერბალური არსენალის გამოყენებით.

მოხდა ფუნდამენტური რღვევა იმ სისტემაში, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით იქმნებოდა ბოლო 40 წლის მანძილზე და წარმოჩენილი იყო როგორც აბსოლუტური პასუხი ისტორიის ყველა კითხვაზე. დასავლეთის ტრიუმფალური ისტორიოსოფიული ფინალიზმი აღმაშფოთებლად მცდარი აღმოჩნდა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ მოვლენის გააზრებას ხელს უშლის  ადგილობრივი მედასავლეთეების უკიდურესად შაბლონიზებული პოლიტიკური მეცნიერება. ეს მედასავლეთენი ჩაეფლნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების ცნებებში. ყველაზე არსებითი რუსეთისათვის პერსპექტიული ევრაზიული პოლიტიკის გამომუშავებაში არის ის, რომ რუსულმა მედასავლეთეობამ, როგორც მრავალსაუკუნოვანმა იდეურმა მოძრაობამ, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, ამოწურა თავი. უკანასკნელი მძლავრი გამოვლენა ამ მედასავლეთეობისა იყო ანტისაბჭოელი დისიდენტურის მოძრაობა განვლილი საუკუნის ბოლო მეოთხედში. ახლანდელ ჟამს მედასავლეთეები მეტად ვერ მიუთითებენ დასავლეთზე, როგორც წონიან არგუმენტზე ძველ ისტორიულ დავაში, იმ მიზეზით, რომ დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში იქცეოდა როგორც გამოუსწორებელი მტერი რუსეთის დემოკრატიზაციისა და მარკეტიზაციის შემდეგაც. რუსეთის წინაშე დგას ამოცანა ახალი საყოველთაო იდეის შექმნისა. სრული იდეური დამოუკიდებლობის მიღწევა არის რუსული პოლიტიკური ელიტისა და საუნივერსიტეტო წრეების არსებითი ამოცანა. რუსეთი მეტად აღარ უნდა მოქმედებდეს დასავლეთზე მიხედვით. დაე, დასავლეთი მოქმედებდეს რუსეთზე მიხედვით. მარკეტიზებული დემოკრატიის იდეალი დიდი ხანია გაუფასურდა ძალზე მცირე დროის მანძილზე და მასზე ლაპარაკი მეტად არ ღირს. დასავლეთის soft power, ასევე smart power  უკვე არადამაჯერებელია მსოფლიოს ბევრი ხალხისათვის თვით ევროპელების ჩათვლით. ისტორია არ დამთავრდა ლიბერალ-კაპიტალიზმის მსოფლიო გამარჯვებით. ისტორიამ დასავლელი საბაზრო მესიანისტის წინაშე დააყენა რთული კითხვები, რომელიც ეხება ადამიანის ყოფიერების საფუძვლებს და ამ კითხვებზე მას არ შეუძლია პასუხის გაცემა.

სანამ საქართველოზე განვსჯით, საჭიროა აღინიშნოს შემდეგი: ორ წელზე მეტია სხვადასხვა ტრიბუნებიდან ითქმის გადატვირთვაზე (resetting)  აშშ-რუსეთის ურთიერთობაში. გამოთქმა „ურთიერთობის გადატვირთვა“ არაფერს ნიშნავს. სრულიად უსაზრისოა, რომ ამ ფიქციურ ცნებას დაუკავშირდეს საქართველოს პრობლემა. თითქოს საქართველოს გამო მოხდა გადატვირთვა. ამაზე ითქმის ქართულ საინფორმაციო საშუალებებში. რა გადაიტვირთა აშშ-რუსეთის ურთიერთობაში? რატომ აიტაცა მედიამ ეს ფიქცია და დიდხანს იმეორებს მას? თუ დაგროვდა ძალზე ბევრი საკითხი ამ ორ ქვეყანას შორის, მაშინ მასზე იმუშაოს ნასწავლმა პერსონალმა ორივე ქვეყანაში. რა საჭიროა ეს საუწყებო ქიმერულობა და მას თანხლებული მრავალსიტყვაობა?

ახლა განვიხილოთ დასავლეთის პოლიტიკა საქართველოსთან დამოკიდებულებაში. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან და საერთოდ ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან საქართველო იმყოფება ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. ამის მიზეზი არის ხელისუფლების სრული უმეცრება და სერვილიზმი, რომელიც ძლივს იფარება ცრუ პატრიოტული რადიკალიზმით.  ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ საბჭოთა რუსეთის დახმარებით საქართველო იყო საერთოკავკასიური ლიდერი, კავკასიის წამყვანი ქვეყანა და კულტურული ცენტრი. ეს სტატუსი საქართველომ საბოლოოდ დაკარგა თავისი მმართველების სიბრმავის გამო. წამყვანი მდგომარეობის მოპოვებისათვის კავკასიაში მხოლოდ აზერბაიჯანი და სომხეთი თუ ეპაექრებიან ერთმანეთს.

ივანიშვილის მისწრაფება დასავლურ სისტემაში ინტეგრირებისა და განუწყვეტელი მცდელობანი ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შესვლისა, მხოლოდ დაამძიმებს ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობას. საქართველო არ გახდება ნატოს წევრი და ვერ შევა ევროკავშირში. ნატოს გენერლებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების ხშირი ჩამოსვლები და მათი ხმამაღალი განცხადებები არ აუქმებენ იმ გარემოებას, რომ დაშლილი საქართველო ისევ ისე არის enfant terrible დიდ პოლიტიკაში. ლაპარაკი სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე დიდი ხანია გადაიქცა სავალდებულო მოჩვენებითობად ქართველ პოლიტიკოსებთან.

დასავლეთი, როგორც იდეალი და როგორც მიზანი ქრება სულ უფრო მეტ საქართველოს განხიბლულ მოქალაქეთა შეგნებაში. ქართული NGO-ების და ასევე სამთავრობო ცენტრების რეიტინგები და სოციოლოგიური გამოკვლევები უმეტესწილად არასარწმუნოა. დასავლეთს არ ეყოლება ახალი გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში. ამ მიზეზის გამო დასავლეთი ცდილობს ყველა საშუალებით შეინარჩუნოს და დაიცვას ის ხროვა, რომელსაც ის ზრდიდა და გეშავდა რუსეთის წინააღმდეგ წლების განმავლობაში.

ქართულ საუნივერსიტეტო წრეებში დასავლეთის სისტემური კრიზისის ხსენება გამოუცხადებლად იკრძალება. გამოდის წიგნები საქართველოს  ძველ ნათესაობაზე ევროპასთან და იმაზე, თუ როგორ უშლიდა ხელს აზიური რუსეთი საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. ამ წიგნების სამეცნიერო ღირებულებაზე ვერაფერს იტყვი. ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჩანერგილნი არიან რუსეთის მოძულენი. იმის გამო, რომ ქართული ენა საქართველოს ფარგლებს მიღმა თითქმის არავინ იცის, დაუსჯელი რჩება რუსებისადმი რასობრივი სიძულვილის პროპაგანდა, რომელიც გრძელდება ორ ათწლედზე მეტი. მთელი ეს რყევადი სახელისუფლო კარკასი ყველა თავისი წანაზარდებით ეფუძნება ძალადობას, სიცრუეს და მექრთამეობას.  ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა ახალი კაბინეტი მცირედ განსხვავდება უკვე წასული მინისტრთა კაბინეტისგან. ის იცავს ზუსტად იმავე საგარეო პოლიტიკურ კურსს, რასაც იცავდა წინამორბედი ხელისუფლება. ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ უმოკლეს დროში დაკარგა ავტორიტეტიც და ნდობაც. სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება ივანიშვილის კაბინეტისა და პარლამენტის უპრინციპობასა და უძლურებაში. მთელი ეს ხმაური მრავალრიცხოვან კრიმინალურ საქმეთა გამოძიებისა და წასული მთავრობის წარმომადგენელთა დაპატიმრებების გამო ვერ ფარავს იმ ფაქტს, რომ ახალი ხელისუფალნი შეთქმულნი არიან სააკაშვილის გარემოცვასთან და ასეც გაგრძელდება. არა თავისუფალი არჩევნების გზით, არამედ ამერიკელი რეზიდენტების ნებართვით მიიღო ძალაუფლება ივანიშვილმა. დღემდე არაფერი ითქმის გაძარცული წარმოების აღდგენაზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, დანგრეული განათლების სიტემასა და სამედიცინო მომსახურებაზე. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების პარტიას არა აქვს არანაირი გრძელვადიანი გეგმა. არც არავინ აპირებს ასეთი გეგმის შედგენას. არსებული ხელისუფლების ერთადერთი საქმიანობა არის ის, რომ აქაც და საზღვარგარეთაც ბეჯითად ამტკიცებენ თავის ერთგულებას  სააკაშვილის დროინდელი ლიბერტარიანული გზისადმი. პოლიტკორექტულობის პრინციპი საქართველოში გადაიქცა რეპრესიულ ინსტრუმენტად. განუწყვეტელი აშკარა ტყუილით ივსება მაუწყებლობის ყველა საშუალება ქვეყანაში. თითოეულ ნაბიჯზე ჩანს ივანიშვილის აშკარა უარი, რომ მან გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა თავის ქვეყანაში. ის პოლიტიკოსები, რომელთაც მოიპოვეს ნდობა თავისი ნაციონალისტური გამოსვლებით და გახდნენ დეპუტატები ახალ პარლამენტში, ამაზე ჯიუტად დუმან და ემალებიან ამომრჩევლებს. სულ უფრო მეტია კრიტიკული და მამხილებლური განცხადებები იმ მოქალაქეებისა, რომელნიც ივანიშვილის უმოქმედობით არიან აღშფოთებულნი. გასული წლის დეკემბერში ყოფილი „წინააღმდეგობის მოძრაობა“, რომელმაც ძალზე ბევრი გააკეთა წინააღმდეგობის სულის ასამაღლებლად და ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სათავეში მოსასვლელად, გადაიქცა ოპოზიციურ „ქართველ პატრიოტთა ალიანსად“. მისი ლიდერი დავით თარხან-მოურავი და ამ ახალი პოლიტიკური ძალის სხვა წარმომადგენლები აპირებენ გამართონ ახალი, ვადამდელი არჩევნები უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, ან კიდევ უფრო ადრე. პატრიოტთა ალიანსი უკვე მოითვლის რამდენიმე ათას კაცს თავის რიგებში. ეს ახალი ოპოზიციური პარტია ემხრობა გამოკვეთილად ნაციონალისტურ შეხედულებებს, აცხადებს, რომ დაიცავს საქართველოს ინტერესებს და აღადგენს ძველ მეგობრობას ოსებთან და აფხაზებთან. უკვე ამ ალიანსის შექმნა მოწმობს ივანიშვილის პოლიტიკით უკმაყოფილებასა და განხიბლვას საქართველოს მოქალაქეთა შორის. პოლიტიკური არენიდან სრულიად გაქრა 90-იანი წლების დასაწყისის ყველა ნაციონალისტური პარტია.დავით თარხან-მოურავის ალიანსი ფაქტიურად ახალ სიცოცხლეს სძენს გაკოტრებულ ქართულ ნაციონალიზმს და ალბათ, გადაიქცევა სოლიდურ პოლიტიკურ ძალად. შესაძლებელია, რომ კიდევ შეიქმნება სხვა ოპოზიციური გაერთიანებები. უკვე არსებული პარტიები („სახალხო კრება“, „საქართველოს ლეიბორისტები“ და სხვ.) ერთიანდებიან ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უკმაყოფილება და აღშფოთება, რომელიც გამოწვეულია ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკით, გადაიზრდება ღია წინააღმდეგობაში.

მიმდინარე ვითარებაში რუსეთმა უნდა გაატაროს უფრო მტკიცე პოლიტიკა კავკასიაში და კერძოდ საქართველოში. რაც შეიძლება ნაკლები დიპლომატიური რევერანსები და მეტი მოქმედება! ევრაზიელობისა და დიდი მიწის პოლიტიკა არის რუსეთის ბუნებრივი საქმე. საჭიროა ძალთა მაქსიმალურად დაძაბვა, რათა მთელ ევრაზიაში მთლიანად ლიკვიდირებულ იქნეს იმ კატასტროფის შედეგები, რომელიც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის მოღალატეობრივი დაშლით. ამერიკული გავლენის მოსკოველი პოლიტიკოსების მსჯელობა, რომ რუსეთმა თავისი ახლომხედველური პოლიტიკით კავკასიაში საქართველოს სახით გაიჩინა შეურიგებელი მტერი, არის მხოლოდ პოლიტოლოგიური კაზუისტიკა და სიტყვიერი ფანდი. მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი და პოლიტიკის თეორეტიკოსი არაერთხელ აცხადებდა, რომ XIX საუკუნეში რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა იყო შეცდომა. ეს არასწორი და ზედაპირული მსჯელობაა. რომ არა რუსეთი, კავკასია დაპყრობილი იქნებოდა ოსმანთა და სპარსელთა იმპერიების მიერ. მათი დაშლის შემდეგ კავკასიაში შეიჭრებოდნენ ევროპელი კოლონიზატორები. თავისი პოლიტიკური გეოგრაფიის შინაგანი უცილობელი ლოგიკის ძალით რუსეთს კავკასიაში მოუწევდა ევროპელ კოლონიზატორებთან შეჯახება ან გასული ასწლეულის 20-იან წლებში, ან 1945 წლის შემდეგ. რათა დამარწმუნებელი იყოს ეს ჩემი მსჯელობა, ამისთვის ყურადღებით წაკითხულ უნდა იქნეს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქრონიკები. არაა სწორი იმ აზრის გავრცელება, რომ საქართველოს საკითხი გადაიქცა შებრკოლების ქვად დასავლეთსა და რუსეთს შორის. ოც წელზე მეტია ამას ამტკიცებენ როგორც ქართველი, ასევე რუსი მედასავლეთე პოლიტიკური ექსპერტები.  საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში მცირედ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ლაპარაკი მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობაზე  მეტად გაზვიადებულია. საკმარისია ენამახვილობა იმაზე, რომ კავკასია არის  რუსეთის the soft underbelly ( მუცლის რბილი ნაწილი). უნდა აიკრძალოს მოცლილთა ლაპარაკი რუსეთის ფედერაციის დაშლაზე. ასეთმა ლაპარაკმა ერთხელ უკვე მოიტანა უბედურება  იმ შფოთიან 90-იან წლებში და საჭიროა თავშეკავებულობა მსჯელობაში, რომელიც ეხება დიდ, ყველასათვის საერთო მიზანს.

დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე შეიგნებს  რუსეთისადმი მტრული პოლიტიკის დამღუპველობას. ამერიკული გავლენის პატრიოტიკა, რომელიც ყოველმხრივ ხელშეწყობილი იყო სააკაშვილის ხროვის მიერ, იყო შირმა იმისთვის, რათა ქვეყანაში განმტკიცებულიყო კომპრადორული ბურჟუაზია, რომელიც რეფორმების სახელით ატარებდა ქართველთა ეთნოსის უსისხლო ამოწყვეტის პოლიტიკას. იმის მიუხედავად, რომ ნატოში შესვლის მომხრეთა რიცხვი ძალზე მცირეა, ხოლო რუსეთთან დაახლოების  მომხრეთა რიცხვი იზრდება, ევრაზიული ორიენტაციის პოლიტიკური ჯგუფები ჯერ არ წარმოადგენენ ერთიან ორგანიზებულ ძალას. სატელევიზიო საუბრებისა და საგაზეთო გამოსვლების იქით საქმე არ წასულა.

საქართველოს განათლებული წრეები მეტად გათითოებულნი და საკუთარი ამორალობით დამძიმებულნი არიან. ყველგან თვალში საცემია გაუცხოება და პასიურობა. საქართველოს ჰუმანიტარულმა მეცნიერებამ განვლილ ოცწლედში ვერ შექმნა ვერაფერი მონუმენტური. სამაგიეროდ მან დიდ წარმატებას მიაღწია იმ ქიმერის შექმნაში, რომ საქართველო იმთავითვე ევროპული ქვეყანაა. ქვეყნის პროამერიკული ორიენტაცია ძალით ინერგება ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ, რომელნიც მიეკუთვნებიან სააკაშვილის წრეს. ეს საქმე გრძელდება მთავრობის შეცვლის შემდეგაც. ქართული მედასავლეთეობა თავიდანვე იყო საპნის ბუშტი. ნამდვილი ისტორიოგრაფიული არგუმენტაციის უქონლობის გამო უწევთ გამოგონება და აღმაშფოთებელი სიცრუის წყების შექმნა. ჰუმანიტარული მეცნიერება პოლიტიზებულია ამ სიტყვის უარესი გაგებით. მედასავლეთეობა, გამოზრდილი საბჭოთა წყობილების ისეთი კრიტიკოსების მიერ, როგორებიც იყვნენ აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე და სხვა მოდისიდენტო ზერელე ქალაქელი ინტელექტუალები, გაცამტვერდა ცხოვრების მიერ. მედასავლეთეობა საქართველოში თავის ბოლო დღეებს ითვლის. მთელი ამ მოგონილი არგუმენტაციის  ჩაფუშვის შემდეგ, ქვეყნის დაშლისა და ქართველთა ეთნოსის სრული კატასტროფის შემდეგაც განათლებული წრეები  ვერანაირად ვერ შეიკრიბებიან და ვერ განსჯიან საქმის მსვლელობას. ურთიერთუცხოობა და თავისნათქვამობა არ უწყობს ხელს საყოველთაო შეკრებას. ქონებრივ ფენებად დაშლამ საქართველოში, განსაკუთრებით მის დედაქალაქში, მიიღო გროტესკული ხასიათი. საქართველო დაღრღნილია კლასობრივი მტრობით და ტომთაშორისი წინააღმდეგობებით. ეთნოსს, რომლის რიცხოვნება ვერ აღწევს სამ მილიონსაც კი, არ შეუძლია იქცეს ერთიან ერად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მაშინვე თავი იჩინა ძველმა ტრაიბალიზმმა და ტომთაშორისი შუღლი ვლინდება დედაქალაქშიც კი.

მიმდინარეობს მთელი რიგი ქართული პროვინციების დეპოპულაცია. ასი კილომეტრის რადიუსით თბილისის შემოგარენში მგზავრობისას გარშემო ჩანს მხოლოდ მომაკვდავი სოფლები და დიდი ხნის მიტოვებული ადგილები. ხალხი არაა. ამ ნაყოფიერ მიწაზე მცხოვრებნი არ არიან. გავერანება თვალშისაცემია საქართველოს მთიან ადგილებში. ქართველთა ეთნოსი სწრაფად კლებულობს. ბევრი მოქალაქე უბრალოდ გარბის საქართველოდან და აღარ ბრუნდება. დემოგრაფიული პოლიტიკა არ არსებობს შევარდნაძის დროიდან. ახლა საქართველოში არის მხოლოდ ერთი ქალაქი - თბილისი. ყველა დანარჩენი ქალაქები გადაიქცა სოფლებად. არსად, დედაქალაქის გარდა, არ იქმნება არანაირი ინტელექტუალური პროდუქტი, ხოლო ის, რაც იქმნება დედაქალაქში, ხშირად ძალზე ცუდი ხარისხისაა, აქვს უბრალო შინაარსი და ადევს ბნელი პროვინციალიზმის დაღი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ განვლილ ოცწლედში ქვეყანაში შეიქმნა უამრავი საზოგადოება, მოძრაობა და პარტია. ამის მიუხედავად, არ იქნა შემუშავებული და არ დამაგრდა არანაირი იდეოლოგია.თავისუფლების ტვირთი ქართველთათვის აღმოჩნდა არა უბრალოდ მტანჯველი, არამედ დამღუპველი. ქვეყანაში არის ძალზე ბევრი ოსტატი პოლიტიკური მოჩვენებითობისა, მაგრამ არ არ არიან მოღვაწეები. ამ სიმრავლიდან, ამ სიჭრელიდან, ამდენი დამარცხების მიუხედავად, არ გამოვიდა საერთოქართული წინამძღოლი.  ეს ის მწარე ჭეშმარიტებაა, რომელიც ძლივს იფარება უღვთოდ გაცვეთილი ფრაზებით დემოკრატიულ რეფორმებსა და ინვესტიციებზე. ადამიანებმა, რომელნიც მივიდნენ პარტიებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან, ვერ შეძლეს შეექმნათ ვერც მემარჯვენე, ვერც მემარცხენე, ვერც ცენტრისტული სისტემა პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებებისა. არ იყვნენ და არ არიან საქართველოში არანაირი მემერცხენენი და მემარჯვენენი.  პოლიტიკური დისკურსი სრულიად არადამოუკიდებელია და წლიდან წლამდე თავი გააქვს ყველაზე მდარე ეპიგონობით. ხელისუფლების პარტია „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს გამონაკლისს ამ საკითხში. ეს პარტია ხაზგასმით ემხრობა იმავე საბაზრო ექსტრემიზმს, რამაც ქვეყანა მიიყვანა სრულ პროლეტარიზაციამდე. თეორიული აზროვნება ქართველთათვის იყო და რჩება დაუძლეველ მთად. წიგნებისა და პერიოდულ გამოცეცემათა სიმრავლის მიღმა იფარება აზრის სიმწირე, წვრილთემიანობა და დამოუკიდებელი რეფლექსიის უუნარობა. ბევრი მყვირალა პოლიტიკოსი შერცხვა და სამუდამოდ გაძევებული იქნა პოლიტიკიდან თავად ცხოვრების მიერ. საეჭვოა, რომ რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო ასეთი ყოვლისმომცველი კატასტროფა, როგორიც მოხდა კეთილმოწყობილ სოციალისტურ საქართველოში უვიცი ეთნოცენტრისტული რადიკალიზმის მიზეზით. თითქმის ყველა ლიდერი აღმოჩნდა უცოდინარი და მათ გზა აებნათ მსოფლიო პოლიტიკის ტევრში.

      XIX საუკუნის თვალსაჩინო ქართველი განმანათლებლები, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები დიდი აზრისა არ ყოფილან ქართველთა ეთნოსის ისტორიულ შემოქმედებით შესაძლებლობაზე. და მხოლოდ დღეს, დამცირების უწყვეტი რიგის შემდეგ, უდავო ხდება ის, რაც ადრე, განმანათლებლური ანთროპოდიცეის გავლენით უბიძგებდა  ადამიანებს კამათისაკენ საქართველოს მაღალი შემოქმედებითი პოტენციის შესახებ. დღეს საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ეთნოსის გადარჩენაზე, რომელიც სწრაფად იკლებს.

XX  საუკუნის  20-იან წლებში, როცა საქართველოში ძალაუფლება ხელთ ეპყრათ მენშევიკებს, წითელი არმიის შემოჭრის მიზეზი 1921 წლის თებერვალში იყო ის, რომ საქართველოს მენშევიკური მთავრობა იქცა ინგლისელი იმპერიალისტების მარიონეტად და მან ქვეყანა გადააქცია პლაცდარმად, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. თითქმის საუკუნის შემდეგ იგივე მეორდება. დასავლეთი ცდილობს საქართველო გადააქციოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პლაცდარმად. შეიცვალა მხოლოდ პოლიტიკური ტერმინოლოგია, მიზანი კი იგივეა, რასაც იზრახავდნენ 20-იან წლებში ბრიტანელები და შემდეგ გერმანელები გასული საუკუნის 40-იან წლებში.

ყველაზე საჭირბოროტო ამოცანა ისაა, რომ აუცილებელია ერთიან ფრონტად შეიკრას ევრაზიული ორიენტაციის ყველა ადამიანი საქართველოში. ამ მომაკვდავი ქვეყნისათვის ბუნებრივი საქმეა ევრაზიულ კავშირში რეინტეგრაცია. ეს აუცილებელია ქართველი ეთნოსის გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის, რეგიონში ქრისტიანობის შენარჩუნებისათვის.

საჭიროა მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი განწყობილია გადამჭრელი მოქმედებებისათვის და საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მიემხრობა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოადგენს ევრაზიულ ფრონტს ქვეყანაში. რომ არა პრეზიდენტ მედვედევის მერყეობა 2008 წლის აგვისტოს ომში, რომ არა მისი მუდმივი მიხედვა დასავლეთზე, საქართველოში საქმის მდგომარეობა დღეისათვის სულ სხვაგვარი იქნებოდა. 

 

გოჩა გვასალია

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"