ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
03.10.2012
მადლობა რუსეთ(-საც)!

საქართველოში, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა სადისტური სააკოიდური რეჟიმის მმართველობა, რომელსაც საკუთარი ხალხი სძულდა. ეს რეჟიმი 2003 წელს საქართველოს თავს მოახვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავის ევროპელ „კუდებთან“ ერთად.

ახლა დადგა მომენტი, როდესაც უზარმაზარი ძალისხმევით „ვარდების ჭირის“ ნეიტრალიზება მოხდა. სააკაშვილი და კომპანია მთლიანობაში განწირულნი არიან, როგორც არ უნდა გაწელონ თავიანთი ბოლო, ისევ და ისევ დასავლეთის მიერ თავს მოხვეული „ორპარტიული სისტემის“ თამაშის ჩათვლით (თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით წარმოქმნილი სიტუაციის ანალიზს და მივყვებით ანალიზიდან გამომდინარე პროგნოზირებას). ხელისუფლებისგან სააკაშვილის რეჟიმის ჩამოშორების დამსახურება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ამაზე არავინ დავობს. მას ვემადლიერებით ჩვენ ყველანი. მის გარეშე ვერანაირი ოპოზიცია ვერ გაუსწორდებოდა რეჟიმს - ყოფილი ოპოზიციის მიერ 2008 წლის დასაწყისში გაშვებული შანსის შემდეგ. ივანიშვილი გახდა ჭეშმარიტი ლიდერი და საძულველ რეჟიმზე ხალხის გამარჯვების სულის შთამბერავი.

 მაგრამ რა შუაშია აქ რუსეთი? მისმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა, მაშინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა ორჯერ აღმოუჩინა დახმარება „ვარდების“ ხელისუფლებას, როდესაც ჯერ შევარდნაძე დაიყოლია გადადგომაზე, შემდეგ კი აჭარიდან ასლან აბაშიძე წაიყვანა, რითაც ახალი დიქტატორული რეჟიმისადმი წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა მოსპო.

 ჯერ ერთი, ი.ივანოვის ზემოთ ნახსენები მოქმედება განპირობებული იყო რუსეთის ხელისუფლების მცდელობით, შეექმნა ნდობის ჯანსაღი ატმოსფერო საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობებში, რათა გაღრმავებულიყო ურთიერთობები სახელმწიფო დონეზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელშიც ჩვენი თანამემამულეები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და ხშირად დიდ სიმაღლეებსაც აღწევენ. ივანიშვილი მხოლოდ ერთი მაგალითია, თუნდაც ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი. თავის წარმატებას მან სწორედ რუსეთში მიაღწია, ამასთან, ისევე, როგორც ამ უზარმაზარ ქვეყანაში ჩვენს თანამემამულეთაგან აბსოლუტური უმრავლესობა - აღნიშნული წარმატება მის მიერ მიღწეულ იქნა თავისი ქართული გვარით! არსად მსოფლიოში, რუსეთს გარდა, არ არის ადგილი, სადაც ქართველები მსგავს წარმატებებს მიაღწევდნენ... არსად მსოფლიოში არ არსებობს მეტი ტოლერანტობა ჩვენი თანამემამულეების მიმართ, ვიდრე რუსეთში. აქ შეიძლება ფულის კეთება, სამეცნიერო ან სპორტული წარმატებების მოპოვება, და ამ ყველაფრის პარალელურად, ქართველად დარჩენა. არავინ მოგთხოვს, რომ შეიცვალო შენი ეროვნება, დაკარგო იდენტობა და მოხდეს შენი უკვალო ასიმილირება. შედარებისთვის: როდესაც ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი საბერძნეთში გადავიდა, მას მოუხდა თავისი ქართული გვარის დამახინჯება, ბერძნული დაბოლოების საშუალებით - კახი კახიაშვილი გახდა „აკაკიოს კაკიასვილის“, და ამ ახალი გვარით მან განაგრძო ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობა საბერძნეთის სახელით...

ბიძინა ივანიშვილი დამსახურებულად ამაყობს მის მიერ განვლილი გზით, როგორც ბიზნესმენი და როგორც ადამიანი. მაგრამ მისი სიამაყის მთავარი საგანი - ბიზნესში უზარმაზარი ნიჭის გამოვლინება, ადამიანური წესიერების შენარჩუნებით - რუსეთში და მხოლოდ რუსეთში შედგა. საქართველოში ივანიშვილი უბრალო გლეხი იქნებოდა, ახლა ალბათ სააკაშვილის სოფლის მეურნეობის „სპეციალისტების“ მიერ შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის თესვით იქნებოდა დაკავებული. ევროპაში იგი გასტარბაიტერად იმუშავებდა, ხოლო აშშ - მხოლოდ კინოებშია ნიჭიერი, მაგრამ უქონელი ადამიანების ოცნებათა ახდენის საოცარი ადგილი... სამაგიეროდ, რუსეთში იგი მილიარდერი გახდა. ქურდული იმიჯის გარეშე. სუფთა ხელებით. ქართული გვარით.

ყოველივე ამის გარეშე ჩვენთვის უცნობი იქნებოდა პოლიტიკოსი ივანიშვილი, ჩვენი კვნესა დაუნდობელი ნახევრად ხუმარა-ნახევრად ვამპირების რეჟიმის წნეხის ქვეშ გაგრძელდებოდა. ასე რომ, მათთან ერთად, ვისაც უფალი ღმერთის შემდეგ ჩვენ დღეს მადლობას ვუხდით - პატიოსან ქართველ ამომრჩევლებს, საარჩევნო კომისიებში მომუშავე ოპოზიციის მამაც მოხალისეებსა და დამკვირვებლებს, მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს - უბრალო ბერებსა და მღვდლებს, რომელთაც ხალხს მოუწოდეს, დაიცვან ღვთის კანონები და არ შეუშინდნენ უსამართლო მმართველებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ყველა ჩვენს გულშემატკივარს - ჩვენ ასევე მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი უნიკალური მეზობლისა, რომელთანაც წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ რომლის გარეშეც თავად საქართველოა წარმოუდგენელი: გმადლობ, რუსეთო!

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"