ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
12.08.2012
გორის სოფლებში იარაღი შეაქვთ

ოქტომბრის არჩევნების გარდა, საინტერესოა, რისთვის ემზადება ხელისუფლება? ამ კითხვამ ჩვენთვის აქტუალობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიძინა, რაც ადგილობრივებმა მოგვაწოდეს  ინფორმაცია, რომ შიდა ქართლის სოფლებში დიდი რაოდენობით იარაღი შეაქვთ, განსაკუთრებით იარაღის დიდი ოდენობაა თავმოყრილი გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში. იარაღი ხელისუფლებისთვის სანდო პირების სარდაფებში, საკუჭნაოებსა და ბოსლებშიც კი იმალება. საუბარი ძირითადად მსუბუქ იარაღზეა. ეს არანაირად არ შეიძლება დავუკავშიროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, ხელისუფლება საკუთარი თავდაცვისთვის ემზადება, თუმცა ვის წინააღმდეგ, ამაზე პასუხი უკვე სამომავლოდ გადავდოთ. ხელისუფლება თავს ჯერ-ჯერობით ქვებით იცავს, 2007-2009 და 2011 წლების აქციების დროს რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით იცავდა, საფრთხის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში კი არაა გამორიცხული, რომ თავდაცვის საშუალებების ხარისხიც გაზარდოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი ვარაუდია, თუმცა საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში რომ არ ჩაივლის, ეს ყველაზე უკეთ ხელისუფლებას მოეხსენება.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"