ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
08.08.2012
პუტინის „აღიარება“ აგვისტოს ომის ისტორიას არ ცვლის

ქართული სამთავრობო მასმედია და „ექსპერტები“ გამოცოცხლდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვ.პუტინის განცხადების შემდეგ, რომელიც მან რუსული არმიის გენერალური შტაბის მიერ ოსური შეიარაღებული ფორმირებების მომზადების ფაქტის არსებობის შესახებ გააკეთა: „საიდუმლოს არ წარმოადგენს, იყო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმოქმედებდით. ეს გეგმა გენერალურმა შტაბმა 2006 წლის ბოლოს - 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და ჩემთან შეათანხმა. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ ვამზადებდით სამხრეთ-ოსეთელ მებრძოლებს“. საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეების აზრით, პუტინის ეს განცხადება „კიდევ ერთხელ ამტკიცებს“ იმას, რომ კრემლს 2008 წლის 8 აგვისტომდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ზრახვა, განეხორციელებინა აგრესია საქართველოს მიმართ და მოეხდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია.

 

რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების ამგვარ ინტერპრეტაციაში იოლად ჩანს დემაგოგია, მაგრამ მასობრივმა პროპაგანდამ მასმედიის საშუალებით შეიძლება, არაერთი საქართველოს მოქალაქე დაარწმუნოს მის სისწორეში. ამიტომ ზედმეტი არ იქნება, ხალხს ავუხსნათ საქართველოში, რომ პუტინი საუბრობდა გენშტაბში შემუშავებულ თავდაცვით გეგმაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ გეგმის შემუშავების თარიღს, რომელიც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა. 2004 წლის ზაფხულში სააკაშვილს უკვე პროვოცირებული ჰქონდა პირველი შეტაკება ცხინვალის ტერიტორიაზე, როდესაც დაიღვარა, ოსი, ქართველი და რუსი სამხედროების, ასევე მშვიდობიან მცხოვრებთა სისხლი. სწორედ ამის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის თითქოს ნორმალიზების პროცესში მყოფი ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. 2006 წლის შემოდგომაზე კი სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების, არამედ მთელი რუსი ხალხის პროვოცირება, როდესაც არა მხოლოდ დააპატიმრა, არამედ დაამცირა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი სამხედრო სპეციალისტები. ეს ფაქტი გახდა წყალგამყოფი, მან საბოლოოდ შეარყია ორმხრივი ურთიერთობები.

ხომ გასაგებია, რომ რაც არ უნდა დასუსტდეს რუსეთი (ამასთან, სააკაშვილის შეფასებების საწინააღმდეგოდ, რუსეთი სულაც არ დასუსტდა 2006 წლის მდგომარეობით, არამედ პირიქით, ძალიან გაძლიერდა ყველა თვალსაზრისით), იქ ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ თავიანთი სამხედროების შეურაცხყოფას. ვთქვათ პირდაპირ და თვითკრიტიკულად: რუსეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ის ქვეყანა არ არის, სადაც შეუძლიათ ოფიცრები და ჯარისკაცები აცემინონ პოლიციის განყოფილებაში - სწორედ ეს მოხდა საქართველოში მოგვიანებით, ე. წ. „მუხროვანის ბუნტის“ დროს. არაქართულმა ხელისუფლებამ დაამცირა როგორც კონკრეტული სამხედროები, სცემა რა ისინი პოლიციაში, არამედ მთელი ქართული არმია. საუბედუროდ, საქართველომ ეს მოითმინა, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია რუსეთში. დაე რუსეთში პოლიცია კორუმპირებულია, დავუშვათ, მას არ სცემენ პატივს და ა.შ., დავუშვათ, რომ რუსულ არმიაში უამრავი პრობლემაა, იქ ვერ მოიშორეს „დედავშინა“ და ა.შ., მაგრამ არმია რუსეთში - განსაკუთრებული პატივისცემის ობიექტია.

 

სწორედ ამიტომ რუსი ოფიცრების დამცირება კრემლმა „ვარდების რევოლუციის“ ბელადებს არ აპატია. სწორედ ამიტომ არის ასეთი თანხვედრა დროში - რუსი ოფიცრები დააპატიმრეს 2006 წლის შემოდგომაზე, ხოლო გენერალურმა შტაბმა გეგმის შემუშავება ამის შემდეგ დაიწყო, იმავე წლის ბოლოს - ოფიციალური თბილისის მზარდი აგრესიის ფონზე, როგორც ამ აგრესიაზე რეაქცია. გამოდის, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას გეგმავდა გენერალური შტაბი, პასუხისმგებლობა მაინც ჩვენს, საქართველოს ხელისუფლებაზეა.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

 

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"