ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
08.08.2012
„ბოგანოთა სტატუსი“ ქართველი ომების ვეტერანებისთვის

   სააკაშვილის ლაქია მინისტრის - ლადო ჭიპაშვილის ბრძანებით მოხდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამმართველოს გაუქმება.  სახელწიფო ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული 400 000 ლარი, რომელიც უზრუნველყოფდა ვეტერანთა ოპერაციის თანხების დაუბრკოლებრივ გაწევას და დღეს შემოფარგლება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმართ შუამდგომლების გაწევით. ეს რეკომენდაციები ხშირად დარჩენილა უპასუხოდ და ბიუროკრატიული აპარატიც ხშირად არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, თუ ვისი თხოვნა დაკმაყოფილდა, ასეთი სახის დახმარებაგაწეული ვეტერანის პოვნა კი ფაქტობრივად შეუძლებელია. 

 

 ფოტოსურათზე: საქართველოს ბოლო ომების უქონელ ვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში, გმირთა მოედანზე (2011წ. იანვარი). აქცია, როგორც ცნობილია, ხელისუფლების მიერ სასტიკად იქნა დარბეული.

 

 შედარებისთვის: რუსეთში 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დიდი სამამულო ომის ვეტერანთა პენსიის ოდენობა შეადგენს 20 ათასი რუსული მანეთიდან 30 ათას მანეთამდე (ანუ დაახლოებით 600 აშშ დოლარიდან 900 აშშ დოლარამდე) თვეში. ეს ციფრი ორჯერ და კიდევ მეტად აღემატება საშუალო შრომით პენსიას რუსეთის ფედერაციაში. ასეთსავე დახმარებას ღებულობენ სამამულო ომის ვეტერანთა ქვრივები. სხვა ომების პენსიონერები საშუალოდ ღებულობენ 17 ათას მანეთს თვეში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"