ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.03.2012
კიდევ ერთხელ სატანისტების გამოხტომის შესახებ

ე.წ. პანკ-ჯგუფის მიერ მოსკოვში, ქრისტიანულ ტაძარში ჩატარებულ ღვთისმგმობელ აქციას ტელეკომპანია „როსსიას“ ეთერში დებატები მიეძღვნა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მწერალი და ჟურნალისტი ალექსანდრ პროხანოვი და ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ლეონიდ გოზმანი.

გადაცემის ფორმატში, რომლის წამყვანია ვლადიმირ სოლოვიევი, მოდებატეებს ჰყავთ ე.წ. სეკუნდანტები. აღსანიშნავია, რომ ა. პროხანოვმა, რომელიც მართლმადიდებელი მრევლის სახელით გამოდიოდა, ერთ-ერთ თავის სეკუნდანტად მიიწვია ჟურნალისტი, რუსი მუსლიმების წარმომადგენელი ანასტასია ეჟოვა. ამგვარად, რუსი მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთობლივად დაუპირისპირდნენ სატანისტური აქციის გამართვას, რომლის ირიბად გამართლებასაც ცდილობდა ათეისტი (როგორც თავად აღიარებდა) გოზმანი.

გადაცემის შეკვეცილი ვერსიის ხილვა შესაძლებელია ამ ვიდეოზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"