ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.10.2011
რა შემთხვევაში დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი?
ამა წლის 7 ოქტომბრის თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის ვიზიტი გვარიანად გააფერმკრთალა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომელმაც თავზარი დასცა არა მარტო ნაციონალებს, არამედ ე.წ. ოპოზიციას.

დღეს უკვე ორივენი, პლუს „სააკვიზიები“, დაბეჯითებით ლანძღავენ ივანიშვილს, ვინაიდან მათ მშვიდ, უდარდელ, სარფიან ცხოვრებას რაღაც დაემუქრა. ისინი უმალ ყალყზე დადგნენ და ბალანაშლილნი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ახალ მტერს – დაივიწყეს რა ივანიშვილის მიერ ნაკეთები კეთილი საქმეები – ნაკეთები ჩუმად, წყნარად, თვითრეკლამის გარეშე.

ივანიშვილი საქართველოს სასოწარკვეთილი მოსახლეობისთვის სწორედ ისაა, ბოლო იმედი რომ ჰქვია. ოპოზიციის მხრიდან იმედგაცრუებულნი, ხელისუფლების მხრიდან შეურაცხყოფილ-დაბეჩავებული საზოგადოება, როგორც მხსნელს, ისე შეჰყურებს ივანიშვილს.

ხელისუფლება-ოპოზიციასთან ბრძოლა თავის გაწირვის ტოლფასია. ერთმაც და მეორემაც კარგად იციან, თუ ივანიშვილი გაიწევს, მას ხალხი გაჰყვება და ამ ცუნამის ვერაფერი შეაჩერებს.

მაგრამ რა შემთხვევაში დამარცხდება ივანიშვილი?

პირველი: თუ თავის პარტიაში კარს გაუღებს „მოქკავშირის“ წევრებს, საზოგადოების თვალში დისკრედიტებულ პირებს – ჯორბენაძეებს, მენაღარიშვილებს, ლორთქიფანიძეებს, მამალაძეებს, ჩხარტიშვილებს, სხვებს, მათ ძმებსა და დებს, საქართველოს ჭამით დაქანცულებს, ქვეყნის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების ამშენებლებს;

მეორე: გაჩეჩილაძეებს, კიწმარიშვილებს, ოქრუაშვილებს, გუნცაძეებს, სხვებს – საქართველოს შედარებით ახალგაზრდა წურბელებს;

მესამე: ოპოზიციური პარტიებს – ხელისუფლებასთან ბინძური გარიგებით სახელგანთქმულებს.

ახალ პარტიას დიდ წარმატებას ვერ მოუტანს თეატრისა და კინოს მუშაკთა გაწევრიანება. საშუალოზე მაღალ ასაკში პროფესიის შეცვლა (პოლიტიკოსობა პროფესიაა) ძნელი საქმეა და ხშირად სავალალო შედეგს იძლევა. მათთვის გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახალი პარტიის მხარდამჭერთა საზოგადოების ჩამოყალიბება, რითაც ისინი ფასდაუდებელ საქმეს გააკეთებენ არა მარტო პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის.

ახალი სიტყვა ჭეშმარიტებას, სიწმინდეს, ადამიანობას, პატრიოტიზმს, დემოკრატიას უნდა გამოხატავდეს, რაც ესოდენ სჭირდება დღევანდელ საქართველოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"