რუსეთის ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული თავდასხმა და რუსული ფსევდოოპოზიცია საქართველოში

რუსეთის ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული თავდასხმა და რუსული ფსევდოოპოზიცია საქართველოში

ერთი წლის წინ, ევრაზიის ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკვლევა საქართველოში მოკალათებული, ემიგრაციაში მყოფი რუსული ე. წ. ოპოზიციის შესახებ. ამ კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ზემოთ აღნიშნულ იმიგრანტთა კატეგორია შემდეგი მიზნების განხორციელებისკენ ისწრაფის:

გამოიყენოს რუსეთთან მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად, თავის საქმიანობაში, რომელიც მიმართულია რუსეთის და ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ;

- ძირი გამოუთხაროს ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის (ასევე საქართველოსა და ბელორუსიას შორის);

- შეძლებისდაგვარად დაასუსტოს (დისკრედიტაცია გაუკეთოს) საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და მხარი დაუჭიროს რადიკალურად ანტირუსულ ოპოზიციას.

- უკრაინის რეჟიმმა ქვეყნის ტერიტორია პლაცდარმად გამოაყენებინა რუსეთის ემიგრაციული ოპოზიციისსახელით მოქმედ დივერსიულ ჯგუფებს, როგორიცაა, მაგალითად, ე. წ. ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს!“ ბელგოროდის ოლქზე შეიარაღებული შეტევა, რომლის შედეგადაც არაერთი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სწორედ ამ დივერსიული ჯგუფების სინდისზეა.

მართალია, ე. წ. რუსი ემიგრანტები მთლიანად ეყრდნობიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას (ზემოთ ნახსენები ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად ექვემდებარება) და თავდამსმხმელთა უმეტესობა უკრაინელია, და არა რუსეთიდან გაქცეული მოღალატე. თუმცა არც ტერორისტული რუსული დაჯგუფებების უგულებელყოფა ღირს. მით უფრო, რომ მათი სახელით გავრცელდა ვიდეომიმართვები, მათ მიერ დაწიოკებული, მშვიდობიანი ბელგოროდის ოლქიდან.

საქართველოში მოქმედმა ემიგრანტულმა ფსევდოოპოზიციურმა ჯგუფებმა არაერთი ქუჩის აქცია მოაწყეს უკრაინის საომარი რეჟიმის მხარდამჭერი და ანტირუსული ლოზუნგებით. მათ რუსეთის მოღალატე, ქვეყნიდან გაქცეული ოპოზიციის დროშებიც - თეთრ ფონზე ლურჯი ფერის ზოლით, გამოფინეს. თუმცა ჩვენს კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქმე მხოლოდ აზრის გამოხატვის თავისუფლებაში არ არის, როგორც ეს ზოგიერთ სახელისუფლებო დეპუტატს ჰგონია. ამ ხილულ მიტინგებს მიღმა გაცილებით მეტი ფარული, ძირგამომთხრელი სამუშაო არის გასათვალისწინებელი.

ვფიქრობთ, რომ ის მასშტაბური არეულობები, რომლებიც დასავლეთის მომავალ სანქციებთან ერთად არის მოსალოდნელი საქართველოში, აუცილებლად დაეყრდნობა რუსული დესტრუქციული ემიგრაციის საქმიანობასაც. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რუსეთთან ომში ჩათრევის საფრთხის ჩათვლით.

 ევრაზიის ინსტიტუტი, 02 ივნისი, 2023 წ. 

ფოტოზე: რუსეთის ემიგრანტული იატაკქვეშეთის დროშები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ