„პუტინის პიროვნება ცალსახად იმსახურებს პატივისცემას“ - გულბაათ რცხილაძე

„პუტინის პიროვნება ცალსახად იმსახურებს პატივისცემას“ - გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო ჯაბა ჟვანიას საკვირაო საღამოს გადაცემაში (ტვ „ალტ ინფო“), რომელშიც მან აზრი გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებით გამოწვეულ რეაქციებთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად სთხოვდა მას პირდაპირი რეისების შემოღებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მან კი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. პუტინის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების შეშინებული კომენტარები მოჰყვა, პრემიერმინისტრის ჩათვლით. რცხილაძე ამ მომენტსაც გამოეხმაურა - იხ. ვიდეო: