რუსული სააგენტო "როსბალტი" მიმოიხილავს რუსეთის პოლიტიკის პრინციპებს საქართველოს მიმართ და ამ პოლიტიკას ადარებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას.
შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლების მოწოდება, ეგვიპტეში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, გარკვეული დაგვიანებით გაისმა - მანამდე მუბარაქმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, სექტემბრამდე დარჩეს თანამდებობაზე და ახალ არჩევნებზე აღარ იყაროს კენჭი.
ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ თვალ-ყურს აფრიკისა და აზიის შესაყართან მდებარე არსებითი მნიშვნელობის მქონე ქვეყანა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს. მოკლე კომენტარებში (იხ.საიტის მარცხენა სვეტი) ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ისლამური იდეოლოგიის გარეშე არსებითი ცვლილებების წარმატებული განხორციელების შეუძლებლობა და ამ მიზეზით ოპოზიციურ მოძრაობაში ისლამური ტენდენციების გაძლიერება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ეგვიპტის დიქტატორ მუბარაქს მოუწოდა, ყური დაუგდოს თავის ხალხს და წავიდეს. ერდოღანი ევროპელ პოლიტიკოსთაგან ერთადერთია, ვინც ასეთი განცხადება გააკეთა.
მოვლენებმა ტუნისსა და ეგვიპტეში, ნაწილობრივ ასევე უკვე იორდანიაშიც, თვალნათელი გახადა, რომ პროამერიკულმა კორუმპირებულმა რეჟიმებმა საკუთარი თავი უკვე მთლიანად ამოწურეს.
ჩვენს საიტზე უკვე აღვნიშნავდით , რომ ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური გააქტიურების შედეგად დაფეთებულმა მ. სააკაშვილმა ერთპიროვნულად გამორიცხა ებრალიძისთვის - საქართველოში დაბადებული და გაზრდილი კაცისთვის - მოქალაქეობის მინიჭება. ამჯერად მისი „მსხვერპლი“ რუსეთშივე წარმატებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბებული, თავისი წესიერებით ცნობილი ლევან ვასაძე გახდა, რომელსაც „გიჟმა მიშამ“ ასევე ერთპიროვნულად უთხრა უარი მოქალაქეობაზე.
ალექსანდრიაში კოპტური ტაძრის ამას წინანდელი აფეთქება, გაურკვეველი "ქრისტიანი" ექსტრემისტების პროვოკაციული ქმედებები ირანში, რომლებიც პირდაპირ კავშირში აღმოჩნდნენ ბრიტანულ დაზვერვასთან, ამერიკელი ქალების მოხშირებული "ტურიზმი" ისევ და ისევ ირანში...
როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვაუწყებენ ხოლმე, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ავტორიტეტი საზოგადოებაში ძალზე მაღალია. ამის დამადასტურებელი სოციოლოგიური მონაცემებიც მოჰყავთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის არც ერთი კვლევა არ იწვევს ნდობას, რადგან ყველა მათგანი პოლიტიზებულია და ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება ხოლმე, როგორც წესი.
Tribuna.ge. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ე. წ. „პიარი“ ანუ ამერიკული „პაბლიკ რილეიშნ“ (რაც პროპაგანდის ცნებასთან უფრო ახლო დგას, ვიდრე საკუთრივ „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ ცნებასთან) სააკოიდური სისტემის ანუ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ბოძთაგანია.
პოლიტოლოგი, გადამდგარი დიპლომატი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში, ჰამლეტ ჭიპაშვილი პოლიტიკურად მიმოიხილავს გასულ ათწლეულს მსოფლიოსა და საქართველოში. სტატია შეიცავს რიგ მწვავე, მაგრამ ჩვენი აზრით, სამართლიან შენიშვნებს ხელისუფლების, ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების მისამართით.