“მესამე ძალა” განაცხადს აკეთებს

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” და მისი ლიდერის კ.კუკავას სრული მორალური და მატერიალური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ა.ებრალიძემ. ეს ნიშნავს ერთს - საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ბოლოს და ბოლოს, იწყებს ჩამოყალიბებას.

კუკავას დასჭირდება დამატებითი ინტელექტუალური კადრები, ადგილებზე შემსრულებლები, ოფისები პროვინციებში. საჭირო საორგანიზაციო სამუშაოებისათვის პარტია ”თავისუფალ საქართველოს” ყოველთვის კატასტროფულად არ ყოფნიდა ფული. ალექსანდრე ებრალიძემ შეასრულა თავისი დანაპირები და შესაძლებლობას აძლევს ”მედასავლეთეების” ალტერნატიულ ძალებს, მოახდინონ ორგანიზება და განაცხადონ საკუთარ თავზე.

ევრაზიის ინსტიტუტის პორტალთან საუბრისას სულ ორიოდე დღის წინ ანალიტიკურ ჯგუფ ”ტერამედიას” ხელმძღვანელი, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობდა: ”ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ჩამოყალიბდა საქართველოში ამდენი ხნის მანძილზე პირობითი პრორუსული ტრენდი. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არ არიან დასავლეთზე ორიენტირებულნი, აქვთ ყველა შანსი, გამოვიდნენ მარგინალური იატაკქვეშეთიდან და შექმნან ასეთი მოძრაობა. ელექტორალური ფონი ამჟამად კარგია საამისოდ, და საერთოდ, ყოველთვის არის მოთხოვნა სხვადასხვა ორიენტაციებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მარგინალური არ არის ისეთი თემები, როგორც რუსეთთან მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბება, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, გასაღებისა და სამუშაო ბაზრების გახსნა და ა.შ., ამას გამოყენება უნდა”.

 

ასეთი ტრენდი, როგორც ჩანს, ბოლოსდაბოლოს, იწყებს გაფორმებას, ქართული დიასპორის წყალობით. კახა კუკავამ სამართლიანად აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ პარტიებისთვის არარეალურია შემოწირულობების მიღება საქართველოს შიგნით, ასეთი შესაძლებლობისადმი ხელისუფლების ისტერიული დამოკიდებულების გამო. მაგრამ სავსებით ლეგიტიმური და მორალურად გამართლებულია ფინანსების მიღება იმ ქართველებისგან, რომლებიც თავიანთი ისტორიული სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ”ეს უკეთესია, ვიდრე შსს-სგან ფულის აღება, როგორც ამას ზოგიერთი ფსევდოოპოზიციური პარტია აკეთებს” - განაცხადა კუკავამ.

 

ამჟამად ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული მოძრაობა” ყველაზე რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია ”თავისუფალ საქართველოსთან” ერთად ალიანსი შექმნას. ბურჯანაძე ფინანსურად ასევე დამოუკიდებელი ფიგურაა. ”ფაქტობრივად, ბურჯანაძე და კუკავა წარმოადგენენ ერთადერთ ასეთ ალტერნატივას” - მიიჩნევს გორგილაძე.

 

მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადოთ, რას გადაწყვეტს ბურჯანაძე, რომელიც კიდევ ფიქრობს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა თუ მათი ბოიკოტირება მოახდინოს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან ერთად.

 

გაუგებარი რჩება შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტიის სამომავლო გეგმები - კიდევ ერთი რეალური პოლიტიკური ძალისა, რომელიც არ არის ორიენტირებული დასავლეთზე. ამ პარტიის თავდაპირველი პრინციპი - არასდროს არავისთან შევიდეს ალიანსებში, ამჯერად შეიძლება მისი საბოლოო მარგინალიზაციის მიზეზი გახდეს.

 

თუკი ამ ჯერზეც არ მოხდება პირობითი ”მესამე ძალის” გაერთიანება ქართულ პოლიტიკაში, საამისო მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ პირადი ამბიციები და პოლიტიკური სიბეცე იქნება, და არა ობიექტური რეალობა.