”უკრაინული მაიდნის” თავიდან აცილების რეცეპტი

”უკრაინული მაიდნის” თავიდან აცილების რეცეპტი

 უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ დასავლეთი ამერიკის დომინირებით,მკვეთრად ფორმულირებული და ურყევი სტრატეგიით მოქმედებს, თავისი გეოპოლიტიკური გავლენის არეალის გასაფართოებლად.

 მინდა მოკლე ანალიზი გავაკეთო, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები  ”მაიდნის”  შემდეგ საქართველოში.

   რამ შეუწყო ხელი უკრაინაში  სახელმწიფო გადატრიალების  ასეთ წარმატებას ?

 1) უკრაინის მოქალაქეებს მართლაც ქონდათ ობიეტური მიზეზები ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნისა, რადგან რელურად უკრაინში იანუკოვიჩის მთავრობის პირობებში იყო კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანურობა და დაუსჯელობის სინდრომი. მაგრამ ამ ყველაფრის ცვლილება მათ  მხოლოდ დემოკრატიული გზით უნდა მოეხდინათ. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა ნეგატიურმა მიზეზებმა მოუმზადა ნოყიერი ნიადაგი ერთი დასავლური სახელმწიფოს (აშშ)  დამანგრეველ გეგმას, უკრაინაში სწრაფად და ეფექტურად მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება.

 2) ამას დაემატა მახინჯი იდეოლოგიური ფაქტორი - უკრაინელი ნაციონალისტების რუსოფობული და ზოგადად ფაშისტური განწყობა. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ფრონტი - „მემარჯვენე სექტორი“ დიმიტრი იაროშის ხელმძღვანელობით ”მაიდნის” დამრტყმელ ძალად იქცა, ამავდროულად თვითონ ოპოზიციური სპექტრის და ზოგადად მთელი უკრაინის ჟანდარმის ფუნქციასაც კარგად ითავსებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალა ძალიან ორგანიზებული, დისციპლინირებული, იერარქიულად სტრუქტურირებული, იდეოლოგიურად მოტივირებული და კარგად კოორდინირებულია აშშ-სთან. აქ უკვე ნათელია ე.წ „ცივილიზებული სამყაროს“ ანუ დასავლეთის ორმაგი სტანდარტები - დემოკრატაიული რიტორიკის ფონზე ძალადობის და ფაშიზმის მხარდაჭერა.

   უკრაინა დღეს უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. აშკარაა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისი. შექმნილი კრიზისი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს კრახს გამოიწვევს, ეს გარდაუვალია. დასავლური კრედიტები ვერ იხსნის უკრაინას. უფრო მნიშვნელოვანი - უკრაინას ვერ ეყოლება ერთი ხელისუფლება ამ ოპოზიციური ელიტის პირობებში, ის ძალიან ჭრელია და ყველას აქვს ამბიცია პირველობაზე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რელობას: პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსულობის ფონზე უკრაინაში ადგილი აქვს  ფაშისტური დიქტატურის დამყარების მცდელობას.

 როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში? უდავოა, რომ იქ მცხოვრებმა რუსლენოვანმა მოსახლეობამ ქაოსის პირობებში თვითმობილიზაცია დაიწყო. რეგიონების პარტიის დეპუტატთა დიდი ნაწილი იუდას გზას დაადგა და თავის ხალხს უღალატა, ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთა უმრავლესობა. მათ ფინასური კეთილდღეობა არჩიეს სიმართლეს. მაგრამ მოსახლეობამ თვითორგანიზების რეჟიმში გადაიყვანა არსებული რეალობა. აქ მცხოვრები ხალხის წინააღმდეგობა არის პროტესტი და ამავდროულად თავდაცვა იდეური ფაშისტებისგან, რის საფუძველზეც დღეს უკრაინას მართავენ. სამხრეთ-აღმოსავლეთი მენტალურად და კულტურულად სრულიად სხვა სამყაროს წარმოადგენს, აქაურები არ დაუშვებენ რუსული ენის აკრძალვას (საჯარო სფეროდან განდევნას), რადგან ეს ენა საუკუნეებია არის კომუნიკაციის ერთადერთო ენა რეგიონში. ისინი არ დაუშვებენ ბანდერას, მელნიკის და მათი იდეური მემკვიდრეების და მოკავშირეების დომინირება-გაფეტიშებას  რეგიონზე. მართლმადიდებელი აღმოსავლეთისა და სამხრეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია უნიატებისა და კათოლიკეების მხრიდან მართლმადიდებლური ტაძრების დაპატრონების მცდელობებიც. გარდა ამისა, სამხრეთ-აღმოსავლეთი არ დაუშვებს, რომ ”სოციალურად იმპოტენტმა” და პარაზიტმა დასავლეთმა უკრაინამ გამოიწვიოს მთელი რიგი საწარმო ობიექტების კვდომა, რასაც რეგიონის და მთლიანად უკრაინის გაღარიბება მოყვება (უკრაინის ეკონომიკა დგას აღმოსავლეთის რეგიონზე, დასავლეთი 80%-ით დოტაციაზეა). სამხრეთ-აღმოსავლეთი არ დაუშვებს თავის რეგიონებში იმას, რაც დღეს ხდება დასავლეთ უკრაინაში: მოროდიორობა, ვანდალიზმი, ძარცვა-გლეჯა და ა.შ. ასე რომ, ამ ნაწილში კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია, რომელიც დასავლეთის მარცხით დამთავრდება.

 იგივე ძალები, ვინც სახელმწიფო გადატრიალება  მოაწყო უკრაინაში, შემდეგი დარტყმis განხორციელებას შეეცდებიან   საქართველოში. სცენარი თითქმის იდენტური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეალობა - მასშტაბები, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკის განვითარების დონე, საზოგადოება და კიდევ ბევრი სხვა ასპექტი სერიოზულად განსხვავდება უკრაინულისაგან. 

  მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მაიდნის“ მოვლენების საშუალებით თავიანთი თავის პოლიტიკური რეაბილიტაცია სცადეს, რაც ჩემი აზრით საკმაოდ წარუმატებელი ნაბიჯი იყო.  დასავლელმა ლობისტებმა სააკაშვილის იმიჯის გასასუფთავებლად მას უკრაინული პიარ-აქცია მოუფიქრეს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ის მაინც ისეთივე მიუღებელ პერსონად რჩება, როგორიც მაიდნის მოვლენებამდე იყო. მან და მისმა გუნდმა ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ასრულებენ ამერიკელი ნეოკონსერვატორების და ოდიოზური დასავლელი რეაქციულ-მილიტარისტული ძალების შეკვეთებს. „ნაციონალებისა“ და უკრაინელი ფაშისტების „მეგობრობას“ საფუძვლად ანტირუსული განწყობა და პროვოკაციების დაუოკებელი სურვილი უდევს საფუძვლად - საკუთარი ერების ინტერესების საზიანოდ. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ ავანტიურაზე წავლენ, ოღონდ მსოფლიოს დაანახონ, რომ რუსეთი „აგრესორია“ და ისინი მის წინააღმდეგ მებრძოლი „გმირები“. სწორედ ეს ძალა შეეცდება თავისი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, რევანშის გზით დაბრუნდეს საქართველოს ხელისუფლებაში. ამ პროცესის განხორციელება უახლოეს თვეებში დაიწყება. უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათი იდეოლოგების მხრიდან სახეზე გვაქვს მეტად აგრესიული და მუქარის შემცველი მესიჯები, სადაც ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობა  „პრორუსულია“,  ისევე, როგორც იანუკოვიჩის მთავრობა, რომ ივანიშვილი გაიზიარებს მის ბედს და ვანო მერაბიშვილი ისევე იქნება გათავისუფლებული პატიმრობიდან, როგრც იულია ტიმოშენკო... ანუ ეს არის აშკარა პარალელის გავლება უკრაინულ და ქართულ სცენარებს შორის.  საქმეს ართულებს დასავლელ დიპლომატების განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მაგალითად: ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სააკაშვილის რეჟიმის ჯალათის, გოგა ონიანის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდა წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე არაერთი უსაფუძვლო კრიტიკა მოვისმინეთ ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის საბჭოს და ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეებზე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. დაბოლოს, საქართველოში ჩასულ პრემიერს და ქართულ დელეგაციას პირდაპირ უთხრეს, რომ დამნაშავე რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა გახდეს ხელისუფლების პარტნიორი, როგორც ოპოზიციური ძალა. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება დეზინფორმაციული ფონის შექმნას და ცრუ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გადატრიალების მიზნით. დასავლეთის რეაქციული ძალები დეკლარირებულად მხარს უჭერენ და დაუჭერენ საქართველოში მსგავსი ძალადობრივი სცენარის განვითარებას.

    როგორ უნდა აიცილოს საქართველოს ხელისუფლებამ რევანში თავიდან?

1) საქართველოს პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფოდ უნდა გაატაროს საკადრო ცვლილებები და უპირველეს ყოვლისა, თავიდან მოიშოროს ძალოვან სტრუქტურებში დარჩენილი დამნაშავე რეჟიმის კადრები. ასევე უნდა მოხდეს წმენდა სხვა სტრუქტურებშიც.

2) უნდა სასაწრაფოდ გამოძიებული იქნას დამნაშავე რეჟიმის მიერ ჩადენილი აბსოლუტურად ყველა დანაშაული და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავე პირები, და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება (ვანო მერაბიშვიოლს მიესაჯა მხოლოდ 4 წელი და 6 თვე) არამედ, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით და დაუწესდეთ მაქსიმალური სანქციები.

3) საქართველოს მთავრობამ სასწარფოდ უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შექმნას შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად უკეთესი ეკონომიკური ფონი, ამის საშუალება არის სოფლის მეურნეობაში სუბსიდირებით და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით.

4) რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის მკვეთრ გაუმჯობესებას და პოლიტიკურ სტაბილიზაციას. არის დიდი ალბათობა, რომ რუსეთმა გადახედოს გაზის და სხვა ენერგოშემცველების ტარიფებს და საქართველოსთვის შეღავათიანი ფასები დააწესოს. ასევე ქართულ პროდუქციას და ქართველ მუშახელს მიანიჭოს გარკვეული პრივილეგიები, კარი გაუხსნას რუსულ ბიზნესს საქართველოში (მსხვილ რუსულ ინვესტიციებს). ყოველივე ეს საგრძნობლად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტს  და ქვეყანა აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ დასავლურ კრედიტებსა და გრანტებზე, შემცირდება დასავლეთის მიერ პოლიტიკური მანიპულაციის ბერკეტებიც. სუვერენიტეტის ინდექსიც შესაბამისად გაიზდება.

5) მკვეთრად შეკვეცოს მაღალი თანამდებობის პირებზე გასაწევი სახელმწიფო  ხარჯები - პირველ ყოვლისა, დაწესდეს ლიმიტი სამსახურებრივი მანქანების შეძენაზე. არც ერთი მინისტრი არ უნდა დადიოდეს 20-25 ათას დოლარზე უფრო ძვირი ავტომანქანით. ავტომანქანის გამოცვლა უნდა მოხდეს მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ.

6) ჩანასახშივე მოსპოს კლანურობა ხელისუფლებაში, ბიზნესში  და მთლიანად ქვეყანაში.

  ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესრულების შემთხვევაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოიპოვებს ქვეყნის  მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც გაამყარებს მის პოლიტიკურ პოზიციებს და შეუძლებელს გახდის სააკაშვილის ბანდის მიერ მის დისკრედიტაციას. მაგრამ საქართველოს არსებული ხელისუფლება  მაინც ვერ მოიპოვებს ისეთ მხარდაჭერას დასავლეთიდან, როგორიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა, რადგან დღევანდელი ხელისუფლება, მადლობა ღმერთს, არასოდეს წავა ისეთ ავატიურაზე და არ მოაწყობს ისეთ პროვოკაციებს, როგორსაც სააკაშვილი და მისი ბანდა აწყობდა, დასავლელი მილიტარისტების დაკვეთით.

 

შოთა აფხაიძე