რატომ უწოდა ბიძინა ივანიშვილმა ისრაელს „ჩემი საყვარელი სამშობლო“?

რატომ უწოდა ბიძინა ივანიშვილმა ისრაელს „ჩემი საყვარელი სამშობლო“?

ინტერვიუ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელთან საქართველოში ჯამლეტ ხუხაშვილთან.

ბატონო ჯამლეტრა მიზნები და  ამოცანები აქვს საქართველოს ებრაელ მსოფლიო კონგრესს ?

- 2003 წელს დაარსდა საქართველოს  ებრაელთა მსოფლიო კონგესი, მისი  ძირითადი ამოცანებია, დახმარება გაუწიოს მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში მცხოვრებ ებრაელებს და განსაკუთრებით კი საქართველოდან წასულ და ასევე საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს. მეტი ყურადღებაა საჭირო კონგრესის მხრიდან  მათ მიმართ, ვინც კი იყვნენ საქართველოში და გაიფანტნენ  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

კონგრესს ჰყავს პრეზიდენტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსურად ამდიდრებენ კოალიციის ხაზინას, რომ დაეხმარონ შემდეგ ამ კონგრესში შემავალ ყველა ებრაელს. კონგრესის გენერალური დირექტორი იყო აწ განსვენებული ჯემალ აჯიაშვილი.  კონგრესის პრეზიდენტი იყო მიხეილ მირილაშვილი, რომლის გარდაცვალების შემდეგ არჩეულია მისი ვაჟი – გაბრიელ მირილაშვილი. გარდა ამისა, კონგრესს ჰყავს რამდენიმე თანათავმჯდომარე და, მათ შორის, მეც. უფრო ადრეულ პერიოდში კონგრესის პრეზიდენტი იყო გაბრიელ მირელაშვილი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი მიშა მირელაშვილი იქნა არჩეული. კონგრესში მრავალი ცნობილი ქართველი ებრაელია, რომლებმაც სახელი გაითქვეს ლიტერატურსა თუ სპორტში, მეცნიერებასა თუ მედიცინაში, ბიზნესში და. ა.შ.   ისინი ცდილობენ, საქართველოს ებრაელები და კონგრესი არ შეარცხვინონ..

საქართველოს ებრაელთა რა რაოდენობაა დღეს  და როგორია მათი მდგომარეობა?

- კონგრესის წევრთა ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოს ებრაელობა 100 ათასს  აღწვეს, მათი დიდი ნაწილი ისრაელშია, ან სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება მათი ცხოვრების პირობებს, ჩვენ დეტალურად ვერ შევამოწმებთ, მაგრამ პირობები არის სხვადასხვანაირი, ეკონომიური, სოციალური, მორალურრ-ფსიქოლოგიური და სხვა.. თუ ეკონომიკურ პირობებზე დავიწყებთ ლაპარაკს, შორს წავალთ და არც ვიქნებით სწორი  შემფასებლები, ზოგი მათგანი კარგად ცხოვრობს, ზოგი საშუალოდ, ზოგიც გაჭირვებულად. სასურველია, ყველა მათგანი საშუალო დონეზე მაინც ცხოვრობდეს,. კონგრესი მოწოდებულია სწორედ იმისათვის, რომ არ ჰყავდეს გაჭივებული ებრაელი მსოფლიოს არცერთ კუთხეში, ეს ამ კონგრესის ძირითადი მოვალეობაა.  კონგრესს აქვს ინფორმაცია, ვინ სად ცხოვრობს, ვის რა უჭირს, რომ მათ დაეხმარონ, განსაკუთრებით კი ქართველ ებრაელებს ვეხმარებით, თუმცა, ეს დახმარება არ არის საჯარო, იმისათვის, რომ იმ ადამიანებს არ შერცხვეთ, ყველა გაჭირვებულს ვეხმარებით...

- ებრაელები საქართველოში სალოცავების ნაკლებობას ხომ არ უჩივით?

- საქართველოში მრავალი სინაგოგაა, სინაგოგის ნაკლებობას რა თქმა უნდა ჩვენ არ ვუჩივით, თბილისში ორი  მოქმედი სინაგოგაა, საკმაოდ ლამაზი და გარემონტებული. არავის მიმართ არავითარი საყვედური არ გვეთქმის. რაც შეეხება დანარჩენ სინაგოგებს, იქ  მრევლი, ანუ ჯამაათი მცირე რაოდენობაა, მაგრამ ყველა, ვისაც ხელეწიფება, ყველანაირი დახმარება უნდა  გაუწიოს მათ.

- რა მდგომარეობაშია დღეს ძველი ებრაული სასაფლაოები?

- სასაფლაოები, რა  თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაშია და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს კონგრესისისაგან და არა მარტო კონგრესისაგან, ებრაელთა კავშირისგან, გამგეობიდან და ა.შ. მეტ-ნაკლებად ყველა აქცევს ყურადღებას, მაგრამ არის ისეთი  სასაფლაოები, რომლებიც დიდი ხანია, მიტოვებულია და საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. ხელისუფლების მხრიდან ებრაელთა სალოცავებს და სასაფლაოებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თითქმის განადგურების პირასაა მისული ებრაელთა ისტორიის მუზეუმი, რომლის დირექტორი გახლავთ პროფესორი გივი ღამბაშიძე. ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ებრაელთა ისტორიის მუზეუმი, რომელიც არის საქართველოს კულტურის ძეგლთა ერთ-ერთი კუთვნილება და არქიტექტურული ნაგებობა, რომლის მსგავსი მსოფლიოში ბევრი არ არის, შეკეთდეს და გარემონტდეს, გადარჩეს განადგურებას, რომლის  საფრთხე არსებობდა. დღეს ამ მუზეუმის აღდგენა დაიწყო და  მომავალ წელს  მუზეუმი მზად იქნება, ეს არის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი, რომელიც ევროპის მშვენებაა.

სად მდებარეობს ის?

- ყოფილი ივანიძის ქუჩაზე, მათავარი ის არის,  რომ საკმაოდ ძვირად შეფასებული ლაილაშის ბიბლია მართლაც გამორჩეულია, რომელიც ამ მუზეუმში გამოიფინება. მომავალ წელს 26 საუკუნე სრულდება მას შემდეგ,  რაც ებრაელები საქართველოში დამკვიდრდნენ. ქართველების და ებრაელების ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ხინჯიანი, მათი მეგობრობა ყოველთვის იყო შეუდარებელი და ამოუხსნელი ფენომენი. ეს მეგობრობა დღესაც გრძელდება,  ახალი ხელისუფალიც ასეთი თვალით უყურებს ამ ურთიერთობებს და მჯერა, რომ  კვლავ გაგრძელდება.

საქართველო-ირაელის  ურთიერთობების დღევანდელი დონე, თქვენი შეფასებით, დამაკმაყოფილებელია?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი ურთიერთობების დონე ებრაელებსა და ქართველებს შორის დამაკმაყოფილებელია,  არასოდეს არ ყოფილა ქართველებსა და ებრაელებს შორის ჩხუბი, გაუგებრობა და დაპირისპირება. თითო-ოროლა  რაღაც,  რომ მოხდეს ეს არ არის განმსაზღვრელი, რადგანაც უკმაყოფილება ოჯახშიც კი ხდება.

წინა ხელისუფლების დროს ბევრი ებრაული ინვესტიცია ჩაიდო საქართველოშიმაგრამ გაუგებრობებსაც ჰქონდა ადგილი (ზეევიფუქსიეს ვითარება გადალახულია მთლიანად?

- მე არ მინდა ინვესტიციებზე ვილაპარაკო, ინვესტიციასთან მე საქმე არასოდეს არ მქონია, მე ასე  არ  ვუყურებ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს,  პირადად  სპორტი მაბარია და საერთოდ ქართულ-ებრაული ურთიერთობები ყოველთვის იყო ჩემთვის სანაქებო და დარჩება ასეთად. ინვესტიციების მხრივ, თუ რაიმე გაუგებრობები მოხდა, ხდება და მოხდება, ეს არის გაუგებრობება, ზოგიერთ  შემთხვევაში პროვოკაცია და ამას არავინ არ უნდა აყვეს. მთავარია ის, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არასოდეს არ ყოფილა და ვერც ვერასოდეს ვერ დაისადგურებს და თუ იქნება პროვოკაცია, უნდა აღვკვეთოთ ის ძირშივე, მნიშვნელობა არ აქვს, თუ  რომელი ერის წინააღმდეგ იქნება ის მიმართული.

 -გასული წლის ნოემბერში თქვენ ლესელიძის ქუჩაზესინაგოგასთანისრაელის მხარდამჭერი  მიტინგი ჩაატარეთმაგრამ საქართველომ გაეროს გენერალურ ასაბლეაზე ხმა პალესტინის  სტატუსის ამაღლებას მისცა რამდენად მოულოდნელი ან მოსალოდნელი იყო თქვენთვის ახალი ხელისუფლების ეს ნაბიჯიამას რაიმე სახის ზეგავლენა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე  ხომ არ ექნება?

- იცით, ეს აქცია იყო ისრაელის სამხედრო არმიის სამართლიანი მოძრაობის მხარდასაჭერად, რომ ისრაელს უფლება ჰქონდა დაეცვა თავისი თავი, ჩვენ მხარს ვუჭერდით იმ ებრაელ ხალხს, ვინც თავის თავს იცავდა. ამ აქციაზე სხვა არაფერი არ გაჟღერებულა. რაც შეეხება პალესტინის სტატუსის ამაღლებაზე მხარდაჭერის საკითხს, იცით, მე პოლიტიკაში არ ვარ გარკვეული და არც მინდა ღრმად ჩავიხედო,  ერთი რამ ვიცი: ვინც არ უნდა იყოს საქართველოში ხელისუფალი, ყოველთვის უჭერდა მხარს ებრაელ ხალხს და დიდი სითბოთი და სიყვარულით ექცეოდა და ექცევა. გამონაკლისი არც დღევანდელი ხელისუფლებაა და არც დღევანდელი  ხელისუფლების მეთაური. პირიქით პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ებრაელ ხალხს ძალიან ახლოს იცნობს, მათთან მეგობრობაშია გაზრდილი. ბიძინა ივანიშვილი  აფასებს ებრაელ ხალხს. ასე, რომ პალესტინის სტატუსის მხარდაჭერა არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს იმიტომ, რომ  საქართველოს პირველი პირი უფრო მეტი სიკეთით არის განწყობილი ებრაელების მიმართ.

- თქვენი აზრითბიძინა ივანიშვილმა დაოსში შიმონ პერესთან  შეხვედრის დროს რა მოსაზრებით  უწოდა ისრაელს "ჩემი საყვარელი სამშობლო"?

_ მე ეგ არ ვიცი, პირველად გავიგე ამ განცხადების შესახებ, ალბათ ეს სიტყვები  იმიტომ თქვა, რომ ისრაელი არის იერუსალიმის და ქრისტეს ქვეყანა და რა გასაკვრია, რომ ვინმემ ის მიიღოს მშობლიურ ქვეყანად. ყველა ქრისტიანი დიდი მოწიწებით ეპყრობა ისრაელს და იერუსალიმს,  წმიდა მიწას. თუმცა ბატონი ბიძინა ვერ იტყოდა იმას, რომ ჩემი  პირველი სამშობლოაო, მაგრამ იგი ყველაფერს აკეთებდა 8 წლის განმავლობაში, ეხმარებოდა ყველა შემოქმედ ადამიანს. ივანიშვილს რომ საქართველოსავით უყვარს ისრაელი, ამაში ცუდი არაფერია..

რამდენად წარმატებულია ისრაელში საქართველოდან გასული ებრაელობასაქართველოსთან კავშირ-ურთიერთობის გასამტკიცებლად მათ რა რესუსები გააჩნიათ?

- საქართველოდან წასულ ებრაელები, როგორც ისრაელში ეძახიან - "ასულ" ებრაელები, ძალიან წარმატებული  არიან, მათ  ხელისუფლებაშიც  დაიკავეს ადგილი, ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც და მეცნიერებაშიც, განსაკუთრებით კი მედიცინაში. რაც შეეხება რესურსებს, არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ დღესდღეობით საქართველოში და ისრაელშიც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველი ებრაელები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, ახლო ურთიერთობაში არიან თავიანთ კოლეგებთან, ტარდება ერთობლივი შეხვედრები მედიცინის და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, სპორტის, კულტურის და ხელოვნების დარგში, ეწყობა ფესტივალები, მიმდინარე წლის  სექტემბერშიც მოეწყობა ფესტივალი.  ისრაელში მცხოვრები ქართველ-ებრაელი ბავშვების უმეტესობამ  ზოგჯერ უფრო კარგად იცის ქართული, ვიდრე საქართველოში მცხოვრებმა.

საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს ირანთან და ურთიერთობებს აღრმავებს მასთანეს გარემოება რაიმე დისკომფორტს ხომ არ უქმნის საქართველოს ებრაელობას და ისრაელის სახელმწიფოს?

- ეს პოლიტიკაა და არ მგონია, ამან რაიმეს ხელი შეუშალოს, ისრაელი ვერავის ვერ უკარნახებს, ვინ რა გააკეთოს და რომელ ქვეყანასთან. იმის გამო, რომ რომელიმე ქვეყანასთან  არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ასე, რომ საქართველოს ირანთან ურთიერთობას არავითარი ხელის შეშლა არ ექნება საქართველოს ებრაელობის და ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან.

 

ესაუბრა ეთერ ბალაძე
- სპეციალურად „პოლიტფორუმისთვის“
 

P.S. სურათზე მარჯვნივ - ჯამლეტ ხუხაშვილი.