ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.09.2010
ირანის მოქალაქის დაკავება საქართველოში 2007 წელს

რამდენიმე ხნის წინ ირანის პრეზიდენტმა მოწოდებით მიმართა აშშ-ს, რომ ამ უკანასკნელმა გაანთავისუფლოს სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებული ირანის მოქალაქეები, რომლებიც ამერიკაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის მოწოდება გაკეთდა სამიდან ერთი ამერიკელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ირანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს.

ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, სადაც ირანის მოქალაქე ჰოსეინ არდებილი 2007 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს თბილისში და 2008 წლის 26 იანვარს გადასცეს აშშ-ს. ამ ფაქტმა საკმაოდ დაძაბა ურთიერთობა საქართველოსა და ირანს შორის. ირანის რამდენიმე უმაღლესი თანამდებობის პირმა, მათ შორის პარლამენტის სპიკერმა ლარიჯანიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოთაქიმ, პროტესტი გამოთქვეს ამ ფაქტის გამო და საქართველოს მოქმედებას "არასწორი" უწოდეს.

თავად დაკავების და დაკავებულის აშშ-თვის გადაცემის ფაქტი კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს „პატრონ-ყმური“ დამოკიდებულება. ამერიკის მოთხოვნით საქართველოს ხელუსუფლებას შეუძლია თვალის დახამხამებაში გააფუჭოს უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები. აჰმადინეჟადის მიერ დასახელებულ ქვეყანათა შორის საქართველოს გარდა სხვებიც იყვნენ, მაგრამ თუკი ტაილანდისთვის ან აფრიკის რომელიმე ქვეყნისთვის ეს პრობლემა ნაკლებად დგას, საქართველო გაცილებით უფრო უნდა ზრუნავდეს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ირანთან ნორმალურ ურთიერთობებზე.

საყურადღებოა აგრეთვე დრო, როდესაც მოხდა ირანის მოქალაქის დაკავება და აშშ-თვის გადაცემა. 2007 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისში უკვე სახალხო გამოსვლების სუნი ტრიალებდა. ამ დროს სააკაშვილის ხელისუფლებას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აშშ-თვის თავისი ერთგულების და მორჩილების დადასტურება, რათა მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა. „ერთგულების ტესტი“ სააკაშვილ-მერაბიშვილმა „წარმატებით“ ჩააბარეს. 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში აშშ-მ მხარი დაუჭირა სააკაშვილს და საქართველოს მოსახლეობას გამოუცხადა მისი პრეზიდენტად „არჩევა“, 26 იანვარს კი „გამარჯვებულმა“ სააკაშვილმა დაპატიმრებული ირანელი აშშ-ს გადასცა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"