ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
29.09.2012
მიაღწევს თუ არა ევროპა ენერგოდამოუკიდებლობას?

(პირველი ნაწილი)

კიოტოს პროტოკოლის ხელმოწერის, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის (რომელმაც სერიოზულად მოკიდა ხელი ენერგოაქტივების მართვას) და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის მერე უდიდესი ენერგომომხმარებლები სერიოზულად დაფიქრდნენ თავიანთ ენერგოუზრუნველყოფაზე. დღეს თუ კიდევ მსოფლიო იყოფა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე, ვფიქრობ, მალე კლასიფიკაცია შეიცვლება ენერგოექსპორტიორ და -იმპორტიორ ქვეყნებზე.

ყველა ძლიერი ქვეყანა თავისებურად უდგება ენერგომომარაგების პრობლემის გადაჭრას: აშშ და ჩინეთი სამხედრო ძალას ანიჭებს უპირატესობას, იაპინია (რომელიც უკვე კარგა ხანია, მაღალი ენერგორესურსების ფასების ერაში ცხოვრობს, ფასებმა იმდენად მაღალ ნიშნულს მიაღწიეს, რომ ბევრ მომხმარებელს არ შესწევს უნარი, შესაბამისად გაათბოს ბინა და მხოლოდ უნიტაზის საჯდომის გათბობას ჯერდება) ატომურ ენერგეტიკას ანიჭებს უპირატესობას, ევროპა კი კველა ზომას მიმართავს, რომ შეამციროს ენერგო დანახარჯები.

ევროპა რჩება მსოფლიოში უდიდესი ენერგორესურსების იმპორტიორი. ბირთვული საწვავის 97%, ნავთის 82% და გაზის 57% იმპორტი ხდება ევროპაში. მიუხედავად უდიდესი ბიუროკრატიული აპარატის და მოუქნელობისა, დაახლოებით ათიოდე წლის უკან ევროკომისიამ საკმაოდ სწრაფად დაიწყო მუშაობა კანონმდებლობაზე და ნორმატივებზე, რომელიც ხელს შეუწყობდა ენერგომოხმარების შემცირებას ევროპაში. შემუშავებული იქნა პროგრამა 20/20/20, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის ენერგომოხმარების შემცირებას 20%-ით და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას 20%-ით. აგრეთვე სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს განახლებადი საწვავის წილის მინიმუმ 10%-მდე გაზდას ყველა ქვეყნის ბალანსში.

მუშაობა მიმდინარეობდა (და ახლაც მიმდინარეობს) რამდენიმე მიმართულებით:

- ახალაშენებული შენობების მნიშვნელოვანი თბოიზოლაცია

- რეკონსტრქციაში მოხვედრილ შენობებში თბოიზოლაციის გაუმჯობესება

- ენერგო მარეგულირებელი და დამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვა

- განახლებადი ენერგიის წილის ზრდა ენერგობალანსში

- ფინანსური სტიმულირება (შეღავათები) ძვირი ენერგოდამზოგველი დანადგარების გამოყენებისას

- 2012 წლის მაისში მიღებული იქნა დადგენილება, რომელიც 2015 წლიდან კრძალავს არაენერგოეფექტური თბოსანადგარების გამოყენებას.

მართალია, დღესდღეისობით ნორმატიულ ბაზაზე ჯერ არ დამტკიცებულა, მაგრამ ევროპელები იხედებიან უფრო წინ და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მიკრო თბოელექტროსადგურების, ენრგოდამზოგველ კომპანიებს და „პასიური სახლების“ განვითარებაზე.

მიკროთბოელექტროსადგურები გახლავთ ჩვეულებრივი ბოილერების მსგავსი დანადგარები, იმ განსხვავებით, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი გააჩნიათ 100% მაღალი და სითბოსთან ერთად წარმოქმნიან ელექტროენერგიას; ანუ ბინაში მდგომი ბოილერი არის როგორც სითბოს, ისევე სინათლის წყარო. ყველაზე საინტერესი კი ის არის, რომ ზამთარში ღამით გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც ოჯახს არ სჭირდება,  შეიძლება უკან მიეყიდოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებს. მიკროთბოელექტროსადგურების გარდა, მზის პანელებიდან გამომუშავებული ზედმეტი ელექტროენერგიაც კი შესაძლებელია, მიეყიდოს ენერგო-სადისტრიბუციო კომპანიებს. უმრავლეს ევროპულ ქვეყნებში სადისტრიბუციო კომპანიები ვალდებულნი არიან, ეს ზედმეტი ენერგია შეისყიდონ მიუხედავად იმისა, რომ ამ ელექტროენერგიის ფასი რამდენიმეჯერ აღემატება სხვა წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ფასს.

„პასიური“ გახლავთ სახლი, რომელსაც სჭირდება მინიმალური ენერგია ანუ დღევანდელი სტანდარტით 15 kWh/m²  ნაკლები წელიწადში, რაც თითქმის 10-ჯერ ნაკლებია ნორმალურ მოხმარებაზე. ამგვარი ნაგებობის მშენებლობა იაფი არ ჯდება და პრიორიტეტია ენერგოეფექტური დიზაინი, თბოიზოლაცია და განახლებადი ენერგიის წყაროს არსებობა. ამგვარ ნაგებობებს შეუძლიათ გარე ენერგიის წყაროს გარეშე ფუნქციონირება ან დაიყვანონ თავისი ენერგობალანსი ნულზე. ანუ რა ელექტროენერგიასაც მოიხმარენ წლის განმავლობაში, იმის ექვივალენტური ენერგია მიყიდოს /დააბრუნოს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაში.  

ენერგოდამზოგველი კომპანიების ფენომენი ჩაისახა დასავლეთ ევროპაში და ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ტიპის ორგანიზაციების ფუნქციონირება საკმაოდ რთულია. საქართველოს რეალობაში ასეთი კომპანიები არიან ყაზტრანსგაზ-თბილისის მსგავსი კომპანიები, რომლებიც უფასოდ უკეთებენ მომხმარებლებს ინსულაციას და უყენებენ კიდევაც ენერგოეფექტურ ბოილერებს. ამის შედეგად ენერგომოხმარება იკლებს, თუმცაღა გაზის გადასახადი რჩება იგივე. არსებული განსხვავებიდან ხდება გაზის მომწოდებლის დანახარჯების რეკუპერირება.  

საკანონმდებლო და ნორმატიულ დონეზე მიღებული იქნა კანონები, როგორც ევროსაბჭოს დონეზე, ასევე სახელმწიფოების დონეზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში:

2003 წელს მიღებული იქნა პირველი კანონმდებლობა, რომელიც შენობების თბოდანაკარგების ნორმატივებს ადგენს (Directive on the Energy Performance of Buildings). დირექტივა უნდა შესრულებულიყო ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ და ითვალისწინებდა CO2-ის გამოყოფის 8%-ით შემცირებას.

2009 წელს მიღებულ იქნა დირექტივა, რომელიც აწესებს ნორმატივებს ენერგო მოხმარების საგნების მიმართ (EUP).

2010 წელს ყველა ევროკავშირის სახელმწიფომ მიიღო ‘ნაციონალური განახლებადი ენერგიის განვითარების გეგმა’ (National Renewable Energy Action Plans). ეს არის გეგმა რომლის მიხედვითაც ყოველმა სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს თავის მაჩვენებლებს 2020-ში.

2013 წლის დასაწყისიდან ძალაში შევა Eco-Design-ის მითხოვნები, რომელიც ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს 2015 წლამდე. ეს მოთხოვნები კარდინალურად შეცვლის ევროპის გათბობის ბაზარს, რაც ირიბად აისახება საქართვლოზეც. ამ დირექტივის თანახმად (გარკვეული გამონაკლისების გარდა) აკრძალული იქნება არა კონდენსირებული ბოილერების ანუ ბოილერების, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი 100%-ზე ნაკლებია გაყიდვა. ამის შედეგად არაკონდენსირებული ბოილერების გასაღების ერთადერთი ბაზარი ევროპელებისთვის დარჩება ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნები. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის და უკრაინის გამონაკლისით ევროპელი მწარმოებლების გაყიდვები მინიმალურია სხვა ქვეყნებში, მოსალოდნელია, რომ ბევრი ევრპული კომპანია ან დახურავს არაკონდენსირებული ბოილერების წარმოებას ან გაიტანს სხვა ქვეყნებში. 

აქვე უმნიშვნელოდ გადავუხვევ და აღვნიშნავ, როგორი გავლენა ექნება ამ დადგენილებას საქართველოზე:

- პირველ რიგში ევროპელი მომწოდებლების რაოდენობა შემცირდება

- კონკურენციის და წარმოების შემცირება გამოიწვევს ევროპულ ნაწარმზე ფასების ზრდას

- ევოპელების მიერ დატოვებულ ნიშას შეავსებენ თურქული (სხვათა შორის, ბევრ ევროპულ კომპანის გააჩნია წარმოება თურქეთში), ირანული და აზიური ნაწარმი.

ბოილერების შემდეგ დადგება წყლის ელექტრო გამაცხელებლების ჯერი. ევროკომისიის დადგენილების თანახმად სანიტარული წყლის ნაწილი უნდა გამომუშავებული იქნას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. ეს ბრძანებულება შეზღუდავს ამ ტიპის ელექტროგამაცხელებლების ევროპაში გამოყენებას. 

 

ავთანდილ ეპიტაშვილი,
სპეციალურად პორტალისთვის "პოლიტფორუმი"
იხ. სტატიის მეორე ნაწილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"