სახელმწიფო გადატრიალებისგან საქართველოს მხოლოდ რუსეთთან დაახლოება გადაარჩენს

სახელმწიფო გადატრიალებისგან საქართველოს მხოლოდ რუსეთთან დაახლოება გადაარჩენს
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, გადაწყვიტოს საგარეო პოლიტიკური კურსი და დაიწყოს ინტენსიური ღია დიალოგი მოსკოვთან, რადგან მხოლოდ რუსეთს შეუძლია დღეს საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა მორიგი „ფერადი რევოლუციის“ გზით აღკვეთოს. რომლის მომზადებას უკვე დასავლეთი აქტიურად ახორციელებს.
ეს პოზიცია PolitRUS-თან ინტერვიუში გამოთქვა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ.
 
„ფერადი რევოლუციის“ ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე საქართველოში საკმაოდ მაღალია. თუმცა ამ რევოლუციას მცოცავი ხასიათი ექნება - იგი ჯერ არ მომწიფებულა და უახლოეს მომავალში პერსპექტივაც არ აქვს. მაგრამ თანდათან გაიზრდება ზეწოლა დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართული ოცნება“ კი გადატრიალების თავიდან აცილებას ვერ შეძლებს, რადგან მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და დასახული მიზნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება”- ასეთ პროგნოზს აკეთებს გულბაათ რცხილაძე.
 
ბ-ნი რცხილაძის თქმით, საქართველო შედარებით მცირე და სუსტი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების იმპერატივებსა და ძლიერ გარე მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ამიტომ, იგი დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია, რადგან დასავლეთთან ურთიერთობა ფაქტობრივად გაუფუჭდა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნაწილობრივ აგრძელებს მოძრაობას დასავლური პოლიტიკის კვალდაკვალ, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.
 
„რუსეთთან არის გარკვეული კულისებსმიღმა მოლაპარაკებები, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მოსკოვისგან თანაგრძნობის ნიშნებს იღებს - კერძოდ, ქებას იმის გამო, რომ საქართველო არ ცდილობს რუსეთს ვითარება გაუმწვავოს მისი საზღვრების სამხრეთ ფლანგზე. თუმცა რუსეთი არც ამ ხელისუფლების და არც ზოგადად საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. და თუ საქართველოში არეულობა მოხდა და ამის ალბათობა უკიდურესად მაღალია, რუსეთი არ ჩაერევა. ეს ასე იმიტომ მოხდება, რომ რუსეთს უბრალოდ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი ჩაერიოს (როგორც ეს საფუძველი რუსეთს ყაზახეთის შემთხვევაში ჰქონდა 2022 წლის იანვარში - რედაქციის შენიშვნა) და არ დაუშვას საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა. თუ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ პირი არ მიაბრუნა რუსეთისკენ და არ აღადგინა ოფიციალური ურთიერთობები, მაშინ ის მარტო დარჩება დასავლეთის ძალების მიერ ინიცირებული და განხორციელებული გადატრიალების საფრთხის წინაშე“ - ამბობს გულბაათ რცხილაძე.
 
„ქართული ოცნების“ ძალაუფლების „მცოცავი“ დემონტაჟი უკვე მიმდინარეობს - მიიჩნევს PolitRUS-ის თანამოსაუბრე. პროექტის ფინალს, - აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ, მომავალ წელს, 2024 წელს უნდა ველოდოთ, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომლის მიმდინარეობა და შედეგები დასავლეთისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად გამოიყურება.
 
სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იქნება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციული საქმიანობის მიმდევრების - „ქართველი ფაშინინების“ მოსვლა ხელისუფლებაში. PolitRUS-ის თანამოსაუბრემ განმარტა, რომ უმიზეზოდ მან ეს ადამიანები ასე უმიზეზოდ არ მოიხსენია: ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან - მათ აკონტროლებენ დასავლეთის ერთი ცენტრიდან.
 
„დასავლეთი ცდილობს, შექმნას ახალი გეოპოლიტიკური სურათი სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის ადგილი არ არის. და თუ სომხეთი და საქართველო ჩამოცილებულ იქნებიან რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ორბიტას, მაშინ რუსეთი ნამდვილად რისკავს, რომ დარჩება მხოლოდ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - გეოპოლიტიკურ „ტომრებში“, რომლებიც არ ახდენენ სერიოზულ გავლენას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თბილისსა და მოსკოვს შორის ჯერ კიდევ მძიმე ურთიერთობების მიუხედავად, რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. და ისინი ყოველთვის ერთმანეთს ემთხვეოდნენ, უბრალოდ, საქართველოს ამჟამინდელი და, განსაკუთრებით, წინა (მიხეილ სააკაშვილი - რედაქციის შენიშვნა) ხელმძღვანელობა, ცდილობდნენ საქმის ვითარების სხვაგვარად წარმოჩენას და დასავლეთის მითითებებს ახორციელებდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ხანდახან რუსეთშიც ივიწყებდნენ საქართველოსთან საერთო ინტერესების არსებობას. არადა, ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან - ქართული სამთავროებისა და სამეფოების დროიდან - ჩვენი ქვეყანა ასე თუ ისე სტრატეგიულად იყო ორიენტირებული რუსეთისკენ“ - ხაზგასმით აღნიშნავს გულბაათ რცხილაძე.
 
PolitRUS-ის კითხვაზე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ე. წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის ალბათობის შესახებ, გულბაათ რცხილაძემ ამას სამხედრო ასპექტში ნაკლებად სავარაუდო უწოდა. თუმცა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტში, საქართველოში გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში დასავლეთის მარიონეტების ხელახლა მოსვლის შემთხვევაში, „მეორე ფრონტი“ აუცილებლად გაიხსნება. რცხილაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველო 100 პროცენტით შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს და დახურავს რუსეთის ყველა სატრანზიტო დერეფანს თავის ტერიტორიაზე.
 
პოლიტოლოგის აზრით, ასეთი რუსოფობია აშკარად თავად საქართველოს საზიანოდ არის, მაგრამ თბილისში თავს ინუგეშებენ იმ ცრუ ფიქრით, რომ იგივე ევროკავშირი დააფასებს მათ მონდომებას და დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესებს.
 
„საქართველოს ხელმძღვანელობის ინტერესებშია, დააჩქაროს კრემლთან ფართომასშტაბიანი პირდაპირი დიალოგის დაწყება კოლეგების მოწვევით აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ყველაფერზე ღიად უნდა ვიმსჯელოთ და არა ერთმანეთის ზურგს უკან, რათა საბოლოოდ ისევ ერთად ვიყოთ. ახლა მე არ ვსაუბრობ ახალი ერთობლიობის ფორმასა და სტატუსზე, არამედ პრინციპული პოზიციის დაკავებაზე“ - დაასკვნა გულბაათ რცხილაძემ.