რუსეთი თავის პოზიციებს აფრიკის კონტინენტზე აძლიერებს

რუსეთი თავის პოზიციებს აფრიკის კონტინენტზე აძლიერებს

რუსეთი-აფრიკის მეორე სამიტი და ეკონომიკური ფორუმი, როგორც უკვე ცნობილია, 2023 წლის 27-28 ივლისს გაიმართება სანკტ-პეტერბურგში. სამიტზე მონაწილეობის თანხმობა რუსეთმა უკვე მიიღო 49 სახელმწიფოსგან, რომელთა ნახევარზე მეტი წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურების დონეზე.

 „ამ მომენტისათვის, ჩვენ უკვე გვაქვს 49 აფრიკული დელეგაციის დადასტურება მონაწილეობის თაობაზე, ამასთან, აფრიკული ქვეყნების ნახევარი უმაღლეს დონეზე - სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების მიერ იქნებიან წარმოდგენილნი“ - განაცხადა სამშაბათს მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პოლიაკოვმა.

მან დასძინა, რომ ასეთი მიდგომა აფრიკის ქვეყნების მხრიდან ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მათ „აქვთ მტკიცე განწყობა, განავითარონ ურთიერთობები რუსეთთან, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან არსებული უპრეცენდენტო ზეწოლისა“.

მართლაც, მიუხედავად დასავლეთის მიერ თავის ყოფილ აფრიკულ კოლონიებზე ძლიერი ზეწოლისა - კოლონიებზე, რომლებსაც ე. წ. „ცივილიზებული სამყარო“ დაუნდობლად ძარცვავდა და მონობაში აქცევდა, აფრიკის სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ესწრაფის. დასავლეთის პროვოკაცია, რომელმაც რუსეთი აიძულა, შეეჩერებინა ე. წ. „მარცვლეულის შეთანხმება“ იმისათვის, რათა რუსეთს დაბრალებოდა მსოფლიოს ღარიბ ქვეყანათა (პირველ რიგში, სწორედ აფრიკის კონტინენტის) უბედურებები, ჩაიშალა. აფრიკის ხალხები, რუსეთის (ადრე კი სსრკ-ის) დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოყალიბდნენ თანამედროვე ნაციებად, რომელთა მიზანია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

რუსეთი აქტიურად ითვისებს აფრიკას ჯერ კიდევ „განვითარებული სოციალიზმის“ პერიოდიდან მოყოლებული. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე, ეს მიმართულება მოსკოვის საგარეო პოლიტიკაში, შეჩერებული იყო. მაგრამ აფრიკის არაერთ ქვეყანაში მადლიერების გრძნობით იხსენებენ საბჭოთა სპეციალისტებს, მათ მიერ აშენებულ სკოლებს, საავადმყოფოებს, გზებს, საწარმოებს, ისევე როგორც, ჩამოწერილ კრედიტებს, რამაც საშუალება მისცა ამ ქვეყნებს, გამოთავისუფლებული ფინანსები სოციალური პროექტებისა და სიღარიბესთან ბრძოლისათვის მოეხმარათ.

მოსკოვთან ფართომასშტაბიანი პარტნიორობის აღდგენის ინტერესი ბევრ აფრიკულ დედაქალაქში არსებობს. ამის მიზეზი, ყველაფერთან ერთად, ისიც არის, რომ ეს არის ნამდვილად პატიოსანი და ყველა მხარისათვის მომგებიანი თანამშრომლობა, ნაცვლად გლობალიზმის ლეღვის ფოთლით დაფარული ნეოკოლონიალიზმისა, რომელსაც გამოხატავენ აშშ, საფრანგეთ და ე. წ. „კოლექტიური დასავლეთის“ სხვა ქვეყნები.

რუსეთი თავად მოამარაგებს აფრიკას ხელმისაწვდომი მარცვლეულით და არავის დატოვებს მშიერს. თუკი დასავლეთი შეეცდება, ხელი შეუშალოს ამ პროცესს, მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები - როგორც საგარეო სამინისტრო, ისე პროფილური ეკონომიკური უწყებები, ყურადღებით დააკვირდებიან მომავალი სამიტის მსვლელობასა და შედეგებს და, სწორ დასკვნებს გააკეთებენ.