რას მოიგებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით?

რას მოიგებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით?

 ევროკავშირთან ასოციაციის თაობაზე შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური სიდუხჭირეა,

დიდი ალბათობით, არ მოუტანს შვებას. ასოცირება გავლენას ვერ მოახდენს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე და ვერ გააძლიერებს წარმოებას.

  ხელშეკრულების პროექტი, რომელიც, როგორც იქნა, ქართულად ითარგმნა, არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, არც სხვა რაიმე სიახლეს. სამაგიეროდ, მხოლოდ დადასტურებაა მოცემული თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებისადმი ერთგულების შესახებ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პოსტულატების შესაბამისად.

   უფრო მეტიც, ქართული კანონმდებლობა შებოჭილ მდგომარეობაში ექცევა. საქართველო იღებს ვალდებულებას, „დაუახლოვოს“ საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და უარს ამბობს, ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინების გარეშე რაიმე სახის ცვლილებები შეიტანოს თავის ჰორიზონტალურ და სექტორალურ კანონმდებლობაში.

   გამოდის, რომ საქართველო ზღუდავს თავის ეკონომიკურ სუვერენიტეტს იმის გამო, რომ ქართული კანონმდებლობა იწოდებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობის შესატყვისად.

   ხელშეკრულების პროექტის მე-2 დანართში მოცემულია პროდუქტების სია, რომლებიც უბაჟო შემოტანას ექვემდებარებიან - ძირითადად, ეს იმგვარი პროდუქციაა, რომელიც საქართველოში დიდი რაოდენობით არ იწარმოება (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქცია და ა. შ.), და ამ მიზეზით ვერ იქნება ევროკავშირში ექსპორტირებული. სამაგიეროდ, ევროპელ მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება, თავიანთი ექსპორტი გააძლიერონ საქართველოს მიმართულებით.

   სხვა დანართები შეიცავს ევროპელი მწარმოებლებისა და სავაჭრო ბრენდების ვრცელ სიას, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად იქნებიან დაცულნი.

   გაუგებარი რჩება, რას ღებულობს ყოველივე ამის სანაცვლოდ ქართული მხარე. ალბათ ეს დაპირებებია, საქართველო ჩართულ იქნას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამებში, ანუ გაიზრდება ქართული ბიუროკრატიისთვის განკუთვნილი გრანტებისა და საფინანსო დახმარების რაოდენობა. ხალხი კი, როგორც იყო, ისევე დარჩება უმუშევრად და უპერსპექტივოდ.

   საინტერესოა ენერგეტისკის სფეროსთან დაკავშირებული დებულებები. აშკარაა საქართველოს მიზიდვა ევროკავშირის სტრატეგიულ ენერგეტიკულ ორბიტაზე. მომავალში საქართველო, შეიძლება, გამოყენებულ იქნას ტრანზიტულ ტერიტორიად ენერგოშემცველებით მდიდარ კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის. რა თქმა უნდა, სარგებელს ამ საქმიდან, პირველ რიგში, ისევ და ისევ დასავლეთი ნახავს, და არა ქართველი ხალხი.

   მთლიანობაში, შეიძლება, დავასკვნათ, რომ ასოციაციის ხელშეკრულების მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ „მიაბას“ დასავლეთს და, კერძოდ, ევროკავშირს, იყოლიოს იგი სტრატეგიული კონტროლის ქვეშ და არ დაუშვას რუსეთისა და მომავალი ევრაზიის კავშირის გაძლიერება კავკასიის რეგიონში.

   ევროკავშირთან ასოცირებას არ შეუძლია, გადაჭრას საქართველოს აქტუალური პრობლემები, თუნდაც შორეულ პექსპექტივაში. შეიძლებოდა, გვევარაუდა სავიზო რეჟიმის შერბილება, საქართველოში უმუშევრობის პრობლემის შესამსუბუქებლად, მაგრამ ამგვარ პერსპექტივებს ევროასოციაცია ასევე არ ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში, მოგებული რჩება ჩინოვნიკთა ფენა და ე. წ. „პოლიტიკური ელიტა“.

 

ირაკლი ყიფიანი -
ევრაზიის ინსტიტუტი

 Politrus.com