ნატო და აშშ: რა ინფორმაცია დაბლოკა ქართულმა მასმედიამ?

ნატო და აშშ: რა ინფორმაცია დაბლოკა ქართულმა მასმედიამ?

23 დეკემბერს თბილისის სასტუმრო „ვერე პალასში“ გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია,

რომელიც ნატოსა და შეერთებული შტატებისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ასახავს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამოკითხვის ორგანიზატორები, მოწვეული სპეციალისტები, საზოგადოების წევრები და ჟურნალისტები. ყველა მათგანს დაურიგდა გამოკითხვის შედეგები, დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებითურთ, დაბეჭდილი და აკინძული სახით.

   ტელე- და რადიოარხების - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტებმა ღონისძიება ვიდეოფირზე ასახეს, ჩაიწერეს ინტერვიუები. გარდა ტელევიზიებისა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებიც.

   წესით და რიგით, პრეზენტაციაზე დამსწრე მასმედიისაგან რომელიმე ერთს მაინც უნდა გაეშუქებინა გამოკითხვის შედეგები ან ეხსენებინა მაინც, რომ ჩატარდა ასეთი სოციოლოგიური კვლევა. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, შეერთებული შტატებიდან მართულმა ქართულმა ცენზურამ დაბლოკა ინფორმაციის გავრცელება.

   რა უნდა იყოს ქართული მასმედიის ასეთი კოლექტიური დუმილის მიზეზი? ის ხომ არა, რომ გამოკითხვის შედეგები მათი დამფინანსებლების და მბრძანებლების - ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკებისათვის, შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს?

   მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა მაინც არ არის ჩალით დახურული. ცალკეული ობიექტური ინტერნეტ-სააგენტოსა და გაზეთების, ასევე სოციალური ქსელების საშუალებით და უშუალოდ მოსახლეობასთან კონტაქტით, ჩვენ მაინც მივიტანთ ინფორმაციას მთელ საქართველომდე.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრეს-სამსახური

ყველა ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ:

გამოკითხვა-2014: ძირითადი.

გამოკითხვის სრული შედეგები.