მოწოდება ქართული არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს

მოწოდება ქართული არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს

სააკაშვილის რეჟიმის ავანტურისტულმა პოლიტიკამ, რომელმაც მრავალი უბედურება მოიტანა და, მათ შორის, ავღანეთის ომში ჩაითრია ჩვენი სამშობლო, სულ უფრო მეტ მსხვერპლს ითხოვს.

იღუპებიან ჩვენი ძმები, საქართველოს შეიარაღებული ძალების მებრძოლები. საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში ყოფნის არგუმენტირება ორი ძირითადი თეზისით ხდება:

ა) ჩვენ ვებრძვით საერთაშორისო ტერორიზმს და ამ გზით ვიცავთ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს;

ბ) ჩვენ ვცდილობთ, მონაწილეობა მივიღოთ ნატო-ს ეგიდით გამართულ საომარ ოპერაციებში, რათა ამ ორგანიზაციაში ინტეგრირება მოვახერხოთ.

 ორივე ეს თეზისი აბსურდულია. შეუძლებელია საერთაშორისო ტერორიზმის დამარცხება არმიის ძალებით. საერთაშორისო ტერირისტული ორგანიზაციები - სპეცსამსახურების თემაა, სწორედ ისინი უნდა იყვნენ გაფანტული ტერორისტების გამოვლენითა და გაუვნებელყოფით, რომლებიც არ ცნობენ არც ფრონტის ხაზს, არც ზურგს. ამასთან, ავღანური მოძრაობა „ტალიბანი“, ისევე როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“, ამერიკელების აქტიური მხარდაჭერით იქმნებოდა, რომლებიც ახლა თითქოს საკუთარი შვილობილის განადგურებით არიან დაინტერესებულნი. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შექმნეს და გამოზარდეს ეს მახინჯი ურჩხულები - დაე ისინი თავად გაერკვნენ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ ურჩხულებს. ქართველმა ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა არ უნდა დაიჯერონ სისულელე, რომ თითქოს ავღანეთში საქართველოს ინტერესებს იცავენ. თქვენ გიყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ძალზე იაფსა და ამიტომ - საჭიროს. თქვენ რამდენჯერმე ნაკლებ გასამრჯელოს გიხდიან, ვიდრე შეერთებული შტატების და ავღანეთში წარმოდგენილი სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. სწორედ ამიტომ გიწვევენ თქვენ ავღანეთში, და არა იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვათ.

 იქ თქვენ არც ქართულ, არც ავღანურ, არც საერთაშორისო ინტერესებს არ იცავთ. თქვენ დიდი ავანტიურის უნებლიე მონაწილენი ბრძანდებით, ავანტიურისა, საიდანაც თანდათან ცდილობენ გამოძრომას ევროპელი და იგივე ამერიკელი მმართველები. ისინი თანდათან ამცირებენ თავიანთი ჯარების რაოდენობას ავღანეთში, ხოლო ქართველი მებრძოლები ამ ქვეყანაში სულ უფრო მეტია - როგორც პროცენტული, ისე რაოდენობრივი გამოხატულებით. სწორედ ამიტომ რისკი თქვენთვის იზრდება, ხოლო ასეთი რისკი, როდესაც გაიძულებენ, იომო არა საქართველოსათვის - გაუმართლებელია.

 ახლა იმის შესახებ, რომ საქართველო, ავღანურ ავანტიურაში მონაწილეობის გზით, ნატო-ს უახლოვდება. ესეც დიდი ტყუილია. ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას არასოდეს აუღია თავის თავზე აბსოლუტურად არანაირი ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი საქართველოს მიიღებს საკუთარ რიგებში, ავღანეთის ტერიტორიაზე ქართველი სამხედროების ბეჯითად ყოფნის სანაცვლოდ. პოლიტიკაში, მით უფრო, დიდ პოლიტიკასი, ძალა არ აქვს სიტყვიერ დაპირებებს. ნატოს წევრ-სახელმწიფოთაგან არც ერთს არ დაუსახელებია საორიენტაციო თარიღი, თუ როდის შეიძლება ვივარაუდოთ საქართველოს გაწევრიანება. ნატო-ში შესვლის თარიღების დაკონკრეტების გარეშე აზრი არ აქვს ცარიელი დაპირებების დაჯერებას. ნატო არ არის დაინტერესებული საქართველოს წევრობაში, რადგან იგი დღეს მთელი ასი პროცენტით იყენებს ჩვენს ქვეყანას, ხოლო თავად მის წინაშე არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია. ეს ძალიან მოსახერხებელი სიტუაციაა დასავლეთისათვის, და დასავლეთი არ აპირებს მასზე უარის თქმას. მაშინ დაასახელონ ვადები და დავიჯერებთ, რომ საქართველოს მართლა მიიღებენ ნატო-ში. მაგრამ კიდევ ცალკე საკითხია - საერთოდ სჭირდება კი საქართველოს ნატოში შესვლა? ამ კითხვაზე ყველანი ცალკე კიდევ უნდა დავფიქრდეთ.

 ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ქართველ სამხედროს, რომლებსაც შეუძლიათ, გაეცნონ ამ მიმართვას და ყველა სამოქალაქო პირს, რომლებსაც შეუძლიეთ, მათ ეს გადასცენ: ნუ ჩაეწერებით მოხალისეებად ISAF-ის რიგებში, ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ კეთდება! თქვენ არ გელიან ავღანეთში, ძალზე ბევრი ავღანელი თქვენ ოკუპანტებად მიგიჩნევთ და ამიტომ მათ შეუძლიათ, საქართველო ისევე შეიძულონ, როგორც ამერიკა სძულთ. ავღანეთის მოსახლეობის თქვენდამი და თქვენი დასავლელი კოლეგების მიმართ სიძულვილის გამო ტერორისტები წარმატებულნი არიან და საერთაშორისო კოალიციამ ერთი ნაბიჯითაც ვერ მოახერხა წინ წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ოკუპაციის მომენტიდან უკვე 11 წელიწადზე მეტი ხანი გავიდა. გახსოვდეთ ისტორია, გახსოვდეთ ჩვენი სახელოვანი წინაპრები! გამარჯვება მხოლოდ მაშინ დაგვრჩება, როდესაც ჩვენი საქმე იქნება მართალი!

 

ევრაზიის ინსტიტუტი,
საქართველო, თბილისი, 7 ივნისი, 2013 წ.