მართლმადიდებელთა უმაგალითო გმირობა უკრაინაში და საქართველო

მართლმადიდებელთა უმაგალითო გმირობა უკრაინაში და საქართველო

მაშინ, როდესაც საქართველოში ძირითადად მაძღარი პოლიტიკური სპექტრი და ძირითადად მშიერი საზოგადოება,

გართულია ჰომოსექსუალური თემატიკით და ქვეყნის ისტორიაში გაჩენილი ახალი თარიღის - 17 მაისის მოლოდინშია, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ: მაშინ, როდესაც საქართველო სრულ მარაზმატიკულ მდგომარეობაშია ჩაყენებული, ამ დროს უკრაინაში გმირი ადამიანები თავისუფლებისთვის თავს სწირავენ.

   ფაშისტების მიერ მოკლული ყოველი მშვიდობიანი ოდესელი - ჩვენი, ნამდვილი ქართველების თანამოძმეა, ასევე ყოველი შეიარაღებული თუ უიარაღო მოქალაქე დონეცკსა და ლუგანსკში - ჩვენი თანამოძმეა, რადგან ისინი ყველანი მართლმადიდებელი ცივილიზაციის თავისთავადობას იცავენ, საკუთარ ღირსებასთან ერთად კი ჩვენს ღირსებასაც იცავენ. ოდესაში გამობუგეს „მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის“ წევრები, რომელთაც ჯიბეებში ხატები უპოვნეს, ასევე მართლმადიდებელ ხატებზე ლოცულობენ ჩვენი ძმები სლავიანსკსა და კრამატორსკში, რომლებიც მსუბუქი იარაღით დაუპირისპირდნენ ჯავშანტექნიკასა და ავიაციას. ეს ხალხი ქრისტე-ღმერთის იმედით იბრძვის და ინსპირირებულია დიდ სამამულო ომში გამარჯვებული წინაპრების სამხედრო სიდიადით, როდესაც რუსმა ხალხმა და, მასთან ერთად, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებმაც, უმაგალითო გმირობა გამოავლინეს.

  ამ ფონზე საქართველოში გააქტიურდა დასავლური სპეცსამსახურების მიერ მართული „პოლიტიკური ელიტა“, რომელიც ერთის მხრივ, მთლიანად დამოკიდებულია თავის გადაწყვეტილებებში ამ სპეცსამსახურებზე, მეორეს მხრივ კი საკუთარი ინიციატივით ცდილობს, დასავლეთს მონურად ასიამოვნოს. სამწუხაროდ, უშუალოდ თავდაცვის მინისტრის პირით, მოხდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ შემოგდებული პროვოკაციის რეანიმირება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ანტისარაკეტო სისტემის განლაგების მოთხოვნით. ეს პროვოკაცია უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ქართული საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილმა, მთლიანად ქართველმა ხალხმა. საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს მთავარ თემებზე, გადაილახოს დასავლეთის მიერ ნაყიდი მასმედიის პროპაგანდა და ხალხმა უშუალოდ თქვას თავისი სიტყვა. არავითარი დაწვრილმანება მუნიციპალურ არჩევნებზე! დღეს ყველამ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ მან ქართული ინტერესებით იხელმძღვანელოს სტრატეგიულ საკითხებში. უაზრობაა, როდესაც ეკლესიის წარმომადგენლები ცალკე აღებულ საკანონმდებლო ინიციატივებს ებრძვიან, მაინტერესებს - რამდენ ასეთ კანონპროექტს უნდა შეებრძოლონ, როგორიც ე. წ. „ანტიდისკრიმინაციული“ კანონია? საჭიროა, ეკლესიამ, ბერმა და ერმა ერთად მოითხოვოს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება! არც მეტი და არც ნაკლები!

 

გულბაათ რცხილაძე