ევრაზიულ საზოგადოებას დასავლელმა აგენტებმა აზერბაიჯანში დარტყმა მიაყენეს - საქართველოს ევრაზიული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

ევრაზიულ საზოგადოებას დასავლელმა აგენტებმა აზერბაიჯანში დარტყმა მიაყენეს - საქართველოს ევრაზიული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება
დსთ-ს სივრცეში დასავლური აგრესიული პოლიტიკის ბოლო წარუმატებლობის ფონზე, ნატოს სადაზვერვო სამსახურები გააძლიერებენ თავიანთ დესტრუქციულ ქმედებებს კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირებით როგორც დსთ-ს ქვეყნებს შორის, ასევე მათ შიგნით. ამოცანა პოლიტიკურია - ზიანი მიადგეთ იმ ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ ეროვნულ სუვერენიტეტს, რელიგიური და მორალური ფასეულობების დაცვას, ასევე ევრაზიულ ინტეგრაციას, რომლის ლიდერიც რუსეთია.
 
ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, ჩვენი შეხედულებით, არის ის გაუგებარი ვითარება, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანელი პატრიოტებისა და ამავე დროს, ევრაზიული ინტეგრაციის მომხრეების გარშემო. კერძოდ, ოქტომბრის თვეში, აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა ჩვენი კოლეგა, პოლიტოლოგი ნაზაეტ მამედოვა ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს, ხოლო დაკავებამდე სამი თვით ადრე იბრაჰიმ გუმბაოვი და იბრაჰიმ ჰასანოვი მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ახალ წელს ისინი ციხეში შეხვდებიან.
 
საუბარია წესიერ ადამიანებზე, ნამდვილ აზერბაიჯანელებზე, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენდნენ აზერბაიჯანს საერთაშორისო ფორუმებზე. ჩვენ, ქართველი ევრაზიელები, პირადად ვიცნობთ ნაზაქეტ მამედოვას, რადგან ერთ-ერთი ჩვენგანი რუსეთის მხრიდან აშუქებდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ხოლო აზერბაიჯანიდან, დონბასში, სხვათა შორის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში, იმყოფებოდა ნაზაქეთი. ეს არის კეთილი და უშიშარი ქალი, რომელიც პატიოსნად ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას საომარი მოქმედებების ზონაში.
 
აზერბაიჯანმა საკადრისი პასუხი გასცა დასავლეთის პოლიტიკურ ზეწოლას, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლური სადაზვერვო სამსახურები წვრილმან შურისძიებას ახორციელებენ როგორც აზერბაიჯანზე, ასევე მთელ ევრაზიულ საზოგადოებაზე, რადგან სწორედ მათ შეეძლოთ აზერბაიჯანში თავიანთი აგენტურის მეშვეობით რაიმე სახის პროვოკაციების განხორციელება, ადგილობრივი სპეცსამსახურების ნაწილის შეცდომაში შეყვანა. ფაქტია, დაპატიმრებულნი არიან არა ჯაშუშები, არამედ თავიანთი ქვეყნის პატრიოტები და ევრაზიული ინტეგრაციის მომხრეები. ამიტომ, ჩვენ, ქართველი ევრაზიელები, სხვა ქვეყნების ევრაზიელებთან ერთად, დაზარალებულად ჩვენს თავსაც მივიჩნევთ - დარტყმა მოგვაყენეს ჩვენ, ევრაზიული საზოგადოების წარმომადგენლებს.
 
ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი ვითარება მიიპყრობს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობის ყურადღებას.
 
თავისუფლება აზერბაიჯანელ პატრიოტებს და ევრაზიელებს - ნაზაქეტ მამედოვას, იბრაჰიმ ჰასანოვს, იბრაჰიმ გუმბატოვს!
 
 
ა(ა)იპ «ევრაზიის ინსტიტუტის“ სახელით - გულბაათ რცხილაძე
 
ა(ა)იპ „ევრო-აზიური ალიანსის“ სახელით - ვიქტორ (კობა) კუსიანი
 
 
თბილისი, 26.12.2023