„ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები

„ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები

სერიოზული ძალები, მათ შორის რეგიონული, დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო დარჩეს მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად და არ მიიღოს მონაწილეობა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტში, - განაცხადა პოლიტოლოგმა, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ მრგვალი მაგიდის ფარგლებში.

რცხილაძე მოდერატორობდა მრგვალ მაგიდას თემაზე „ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები“, რომელიც გაიმართა თბილისში, როგორც ქართველი, ასევე რუსი და სომეხი ექსპერტების მონაწილეობით.

სხვებთან ერთად, საქართველოც არის დაინტერესებული ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით კომუნიკაციების გახსნით, მაგრამ სერიოზული ძალები, მათ შორის რეგიონული, არ არიან დაინტერესებული, რომ საქართველომ გზა გაუხსნას დერეფანს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, არამედ სურთ, რომ ის დარჩეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულება მჭიდროდ ჩაკეტოს, რათა რუსეთმა რაიმე სარგებელი არ ნახოს, - განაცხადა რცხილაძემ.

როგორც სომხეთის კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ინტეგრაცია და განვითარება“ თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა თავის სიტყვაში განაცხადა, სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოსა და რუსეთის გავლით სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი.

„ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით როგორც ქართველ, ისე რუს მეგობრებს, გაგებით მოეკიდონ აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის აღდგენის პერსპექტივას, რადგან ამან შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში და ხარისხობრივად შეცვალოს თანამშრომლობის დონე, მათ შორის სომხეთსა და რუსეთს შორის, - აღნიშნა საფარიანმა.

ანალიტიკოსმა ასევე მიუთითა, რომ ბელორუსიასა და ყაზახეთს, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ საქართველოსთან, შეუძლიათ დაინტერესებული შუამავლების როლი შეასრულონ საქართველოსა და პროექტის დანარჩენ მონაწილეებს შორის მოლაპარაკების პროცესში.

მისი თქმით, ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით მოლაპარაკებებისთვის და შეიძლება იყოს გარღვევა კარგი ლოგისტიკური მენეჯმენტის მიღწევაში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად ისარგებლებს ამ პროცესში მონაწილეთა ეკონომიკები.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2023 წლის განმავლობაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში სიტუაცია შეიცვლება და ეს ძალიან ოპტიმისტური სცენარია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მნიშვნელობა მაინც გაიზრდება, რადგან მატულობს აღმოსავლეთიდან ირანში მომავალი ტვირთების ნაკადის მოცულობა, რომლებიც შემდგომ ირანიდან კავკასიაის გზით ჩრდილოეთისკენ მიდის“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, საფარიანმა აღნიშნა ზემო ლარსის საგუშაგოს რეკონსტრუქციის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც გააძლიერებს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო პოტენციალს.

სიტყვით გამოვიდნენ რუსი პოლიტოლოგები - ვალერი კოროვინი, დმიტრი როდიონოვი, ნატალია მაკეევა და სხვები. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ქართველმა სპეციალისტებმა - იოსებ არჩვაძემ, დემურ გიორხელიძემ, ვასილი პაპავამ და სხვებმა.

ღონისძიება გააშუქეს ტელევიზიებმა - „ალტ ინფო“ და „სეზონი“. გთავაზობთ მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს: