ოპოზიციისა და მთელი ქართული საზოგადოებრიობის საყურადღებოდ!

ოპოზიციისა და მთელი ქართული საზოგადოებრიობის საყურადღებოდ!

ამ საღამოს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალინდელი არჩევნების შედეგების ტოტალურ გაყალბებას აპირებს.

ის, რომ ხელისუფლების გეგმაში შედიოდა არჩევნების შედეგების მანიპულირება, „კარუსელების“ ორგანიზება და „საშუალო რგოლის“ ოპოზიციური წარმომადგენლების - კოორდინატორების, დამკვირვებლების, კომისიების წევრების დაპატიმრება და გატაცება, ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ სხვა საქმეა ტოტალური ფალსიფიკაცია.

კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალ წარმომადგენლებს მზად აქვთ ყალბი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, რომლებზეც „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ არის „ხმები“ დაფიქსირებული. ეს ბიულეტენები ინახება საარჩევნო უბნების სიახლოვეს - ავტოფურგონებში ან სულაც დამხმარე ნაგებობებში, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობს (ძირითადად, ეს სკოლები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებებია). დამკვირვებლებს ადგილებზე შეუქმნიან მაქსიმალურად არაკომფორტულ პირობებს - არ იქნება სკამების საჭირო რაოდენობა, ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება ყველაზე პატარა ოთახებში, ტუალეტები ამ ოთახებიდან მაქსიმალურად მოშორებით უნდა იყოს და ასე შემდეგ, ანუ, იქმნება საიმისო პირობები, რომ დამკვირვებლები მაქსიმალურად დაიღალონ და გაჩნდეს შანსი ურნებში ყალბი ბიულეტენების ჩასაყრელად.

ოპოზიციასა და მთელ საზოგადოებრიობას მოუწევთ მაქსიმალური სიფხიზლის გამოვლენა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ასეთი ფალსიფიკაცია, ხოლო სადაც ამის მცდელობები იქნება, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს. კრიმინალურ ელემენტებს მიღებული აქვთ მითითება, რომ არ გარისკონ, თუკი არ არიან იმაში დარწმუნებულნი, რომ ოპოზიციის დამკვირვებლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იზოლირებულნი არიან.

 

ევრაზიის ინსტიტუტი