ანონსი: რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიები იწყება

ანონსი: რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიები იწყება

27 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ვერე პალასში“ (თბილისი, ქუჩიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების კვეთა) ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება პირველი საზოგადოებრივი დისკუსია რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ.

რა ფასეულობებს ესწრაფვის ქართული საზოგადოება და ამ ფონზე როგორი უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობები? რა შინაარსს ვდებთ ცნებაში „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“? რას ველით რუსეთისაგან, რის დათმობას და არდათმობას ვაპირებთ მასთან დიალოგის პროცესში? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდებიან ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები, საზოგადოების ყველა დაინტერესებული წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეფასება მიეცემა საქართველოს მთავრობის მეთაურის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკურ კურსს, აგრეთვე მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლს, რუს ერთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. დისკუსიის დასრულებისას შესაბამის რეზოლუციას მოეწერება ხელი. ამის პარალელურად, დაფუძნდება ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი.