გადასვლები: 309
ანონსი: კონფერენცია თემაზე - „ახალი რელიგიური მიმდინარეობები საქართველოში: რელიგია თუ პოლიტიკა“?
გადასვლები: 309

ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით, მიმდინარე წლის 4 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ-მერიოტში“
(თბილისი, თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება კონფერენცია საქართველოში არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების საქმიანობასთან დაკავშირებით. განხილულ იქნება ამ რელიგიური ჯგუფების საქმიანობის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტოლოგები, თეოლოგები, აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). კონფერენციის თემა დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდებში, სტუდენტებში.