ანონსი: ევრაზიის ინსტიტუტი კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარულ აქციას ჩაატარებს

ანონსი: ევრაზიის ინსტიტუტი კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარულ აქციას ჩაატარებს

   ევრაზიის ინსტიტუტის წევრები ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 13:00 საათზე სოფელ ბერშუეთში შეიკრიბებიან და „ფრონტისპირა“ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.

როგორც ცნობილია, გაზაფხულის დასაწყისში სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, ამ დროს სოფლად უკვე იწურება ზამთრის სასურსათო მარაგები. ამიტომ ყოველი მოკრძალებული დახმარება ჩვენი სოფლის მოსახლეობისთვის, მით უმეტეს, როდესაც ეს სოფლები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, არ არის უმნიშვნელო.