როგორ აპირებს ევრაზიის ინსტიტუტი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას – ანონსი

როგორ აპირებს ევრაზიის ინსტიტუტი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას –  ანონსი

2023 წელს ევრაზიის ინსტიტუტი კვლავ აღნიშნავს 9 მაისის გამარჯვების დღეს. ამჯერად, ღონისძიებები, ძირითადად, თბილისში ჩატარდება. ევრაზიის ინსტიტუტს კრეატიული მიდგომები აქვს და ეს მით უფრო მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს ფორმალური მეთაური - პრეზიდენტი ზურაბიშვილი აგრძელებს ისტორიულ მეხსიერებაზე შეტევას. გარდა იმისა, რომ იგი ცდილობს ვაკის პარკში არსებული გამარჯვების მემორიალის გადაკეთებას და მისთვის ისტორიული შინაარსის გამოცლას, „პრეზიდენტშამ“ 9 მაისი „ევროპის დღედ“ გამოაცხადა და თავისი სასახლის წინ კონცერტს აწყობს, სახელწოდებით - „ევროპისათვის“.

სწორედ ამ პრეზიდენტის მითითებით, გრძელდება უმოქმედობა დიდი სამამულო ომის მთავარი მემორიალის - თბილისის ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმართ. უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს მონუმენტის „რემონტი“, თუმცა სინამდვილეში იგი მიტოვებულია.

ევრაზიის ინსტიტუტი გააგრძელებს დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისთვის და უცნობი ჯარისკაცის მონუმენტის გადარჩენისთვის ბრძოლას. მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მონუმენტი აღდგეს პირვანდელი სახით.

ამასთან დაკავშირებით, 9 მაისს ევრაზიის ინსტიტუტი შემდეგ ღონისძიებებს მოაწყობს:

  1. კიკვიძის პარკში (ცოტნე დადიანის გამზირი), სადაც გაიმართება ოფიციალური სამთავრობო ღონისძიებები, ევრაზიის ინსტიტუტი მოაწყობს კომპაქტურ ფოტოგამოფენას, სახელწოდებით - „ნამდვილი მელიტონ ქანთარია“. როგორც ცნობილია, თბილისის ამ პარკში დადგმულია საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი, მაგრამ გმირის ბიუსტი სამხედრო ფორმისა და ქუდის გარეშეა, მის კვარცხლბეკზე მხოლოდ სახელი და გვარია ამოტვიფრული, მაგრამ არ არის მითითებული, რომ ქანთარია არის საბჭოთა კავშირის გმირი. ევრაზიის ინსტიტუტი, თავისი ფოტოგამოფენით ამ შეცდომას გამოასწორებს. ჩვენ გამოვფენთ მელიტონ ქანთარიას ორიგინალურ ისტორიულ ფოტოებს;
  2. ჩვენ ხელში გვეკავება პლაკატები მოთხოვნით, რომ აღდგენილ იქნას უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი, მისი პირვანდელი სახით;
  3. მიტინგზე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დაგმობს ფაშიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას (წარმოადგენს ფოტომასალასაც), მისი ყველაზე უფრო აქტუალური სახის ჩათვლით, რომელიც დღესდღეობით უკრაინაში ბატონობს;
  4. ვეტერანთა საბჭოსთან ერთად, საჩუქრებს გადავცემთ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, რომელთაც პარკში სპეციალური ტრანსპორტით მოვიყვანთ. სასაჩუქრე ნაკრებში ასეთი საჩუქარიც იქნება - გულბაათ რცხილაძის წიგნი (ერთადერთი ქართულ ენაზე) „დიდი სამამულო ომი 1941-1945. ცნობარი“;
  5. პარკში ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ჩვენს მომხრეებთან ერთად, მოვაწყობთ მსვლელობას ქანთარიას ბიუსტიდან კიდევ ერთი საბჭოთა კავშირის გმირის - პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტამდე, მოხდება ბიუსტის შემკობა ყვავილებით.

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.