18-24 წლის ახალგაზრდების საყურადღებოდ! ცხადდება ვ. კვაჭანტირაძის და ვ. სალბიევის სახელობის ღია ტურნირი სროლაში

18-24 წლის ახალგაზრდების საყურადღებოდ! ცხადდება ვ. კვაჭანტირაძის და ვ. სალბიევის სახელობის ღია ტურნირი სროლაში
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, პირველად ცხადდება ღია ტურნირი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის (გოგონებიც და ვაჟებიც), პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ტურნირი საქართველოს საამაყო შვილების, ფაშიზმთან 1941-1945 წლების ომის გმირების, ყველაზე უფრო შედეგიანი სნაიპერების - ვასილი კვაჭანტირაძისა და ვლადიმირ (დათო) სალბიევის სახელს ატარებს.
 
ტურნირი გაიმართება ოთხშაბათს, 8 მაისს, 11 საათზე, ტირში (მისამართს გაცნობებთ სურვილის შემთხვევაში).
 
ახალგაზრდებს კონსულტაციებს გაუწევენ პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც მათ თავდაპირველად საცდელ სროლებს განახორციელებინებენ.
 
ტურნირის გამარჯვებული, ასევე მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულები, სიგელთან და წიგნთან ერთად, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით! გელით სასიამოვნო სიურპრიზი!
 
დაგვიკავშირდით „ვოცაპის“ ან „ტელეგრამის“ საშუალებით: +995577999912.
 
იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.