რას ნიშნავს რუსების მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა?

რას ნიშნავს რუსების მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა?

ამ კითხვაზე და მისგან გამომდინარე სხვა კითხვებზე შემდეგი პასუხები არსებობს:

  • რუსეთი თავის ახალ სახელმწიფო საზღვარს ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით ავლებს. მდინარე დნეპრი (კახოვკის წყალსაცავიანად) ასეთი ბუნებრივი ზღუდეა; ქალაქი ხერსონი უბრალოდ მდინარის მარჯვენა მხარეს დარჩა, რომლის კონტროლსაც დიდი ძალები და რესურსები დასჭირდებოდა, რაზეც რუსეთის ხელმძღვანელობამ უარი თქვა;
  • რუსეთი ინარჩუნებს ყირიმის მომარაგებას სასმელი და სარწყავი წყლით, მდინარე დნეპრიდან;
  • ხერსონის დატოვება არსებით გავლენას არ ახდენს ფრონტის სხვა მონაკვეთებზე;
  • რუსეთი საშუალებას უტოვებს უკრაინის ხელისუფლებას და მასთან ერთად, დასავლეთს, თავი „გამარჯვებულად“ იგრძნონ და რაციონალურ დღის წესრიგს ანუ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს;
  • ხერსონში უკრაინის შეიარაღებულ ფორმირებებს მშვიდი ძილის საშუალება არ ექნებათ - ისინი ადვილი სამიზნე იქნებიან რუსული არტილერიისთვის (საჭიროების შემთხვევაში). თუმცა, ამავე დროს, არც რუსულ მხარეს ექნება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოსვენება, ვინაიდან იგივე შეუძლია უკრაინულ არტილერიასაც;
  • დიდი ალბათობით, გარკვეული კულუარული მოლაპარაკებები რუსეთსა და დასავლეთს შორის უკვე მიმდინარეობს, თუმცა, ვფიქრობთ, ამ მოლაპარაკებების წარმატების შანსი მცირეა - შეშფოთებულ და ახლა უკვე შეციებულ ევროპას ამერიკის რეაქციული წრეები არ მისცემენ დაზავების საშუალებას;
  • ხერსონის დატოვება კატასტროფა ნამდვილად არ არის რუსეთისთვის. ჯარების და სამოქალაქო ხალხის ევაკუაცია ორგანიზებულად, გაწერილი გრაფიკის მიხედვით განხორციელდა. მაგრამ ეს არც ძალის დემონსტრირებაა. რუსეთისთვის მარცხია უკვე ის, რომ მან უარი თქვა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს ოკუპაციაზე, ნიკოლაევისა და ოდესის ჩათვლით.

გულბაათ რცხილაძე
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი