დემოკრატია არ ნიშნავს ,,თავისუფლების ინსტიტუტის” დიქტატურას!

ტელეკომპანია “კავკასიაში” 7 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაპატიმრებულთა განთავისუფლების მოთხოვნით ,,სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ,” არასამთავრობო ორგანიზაციებმა და

პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა (ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობა “წინ”, ახალგაზრდული მოძრაობა “არა”,  “ერეკლე მეორის საზოგადოება”, “ლეიბორისტები”, “თავისუფლება”, “კონსერვატორები”, “გამარჯვებისთვის”) საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და ტელეკომპანია “კავკასიის” წინ მდუმარე აქციით დასრულდა. აქციაში მონაწილე ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს და შოთა აფხაიძის, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძის, ლევან ჩაჩუას, ზვიად ბლიაძის, ავთანდილ ზუმბაძის, დავით შალამბერიძის დაკავებაში ბრალი “თავისუფლების ინსტიტუტსა” და ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტებს დასდეს. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის შესასვლელზე გააკრეს ტრანსფარანტი წარწერით – “დარეკეთ პატრულში, ჩვენც დაგვაპატიმრონ”. ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლელიკო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ისინი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 7 ახალგაზრდის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. ერთიანი იყო შეკრებილთა სულისკვეთება: ”ჩვენ მივმართავთ “კავკასიას” სრულიად უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით! მოვითხოვთ, რომ დაიხუროს “თავისუფლების ინსტიტუტი” – მანქურთების თავშესაფარი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია “კავკასია” და “თავისუფლების ინსტიტუტი” შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა ხელისუფლებას უდანაშაულო, მართლმადიდებელი ახალგაზრდები დაეპატიმრებინა! არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ამ ახალგაზრდების დანაშაულისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მოწმედ მოყვანილ 2 პოლიციელს.ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება მოთხოვნის შესრულებამდე!ჩვენც მართლმადიდებლები ვართ – დაგვაპატიმრეთ, ეს არის ჩვენი ლოზუნგი, რადგან თითოეულ მართლმადიდებელს საფრთხე ემუქრება”!

ლელიკო ჯაფარიძე, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრი:- ახალგაზრდები არიან უკანონოდ დაკავებული და ბრძოლას არ შევწყვეტთ მათ გათავისუფლებამდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მცირედი აქციაა, ცდება. ეს ყველაფერი გაიზრდება, ზვავი რომ წამოვა, ისე. აქტიურობისთვის მადლობელი ვარ სტუდენტებისა და ახალგაზრდებისა. არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე:- დააკავეს ჩვენი მართლმადიდებელი ძმები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ვერ აიტანეს უზნეობა. ისინი ჩვენზე უფრო ვაჟკაცები, პატრიოტები და მორწმუნენი არიან. 7 ადამიანი მხოლოდ იმის გამო იმყოფება სატუსაღოში, რომ მათ დაგმეს ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური გამოცემა. ამას წიგნს ვერ ვუწოდებ, რადგან სიბნძურეა.ჩვენ, ყველა, ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ, გვერდზე დავუდგეთ ამ ბიჭებს, რამეთუ საქართველოს ისტორია, ჩვენი წინაპრები სხვანაირი მოქმედების უფლებას არ გვაძლევენ. სამიზნეა მართლმადიდებლობა, რაზეც დგას მთელი საქართველო. ჩვენ უამრავი მართლმადიდებელი მოწამე ქრისტიანი გვყავს, სისხლს ვღვრიდით მუდმივად ჩვენი სარწმუნოებისთვის, დღეს მარტო აქციით კი არა, ნებისმიერი საშუალებით მათ გვერდით უნდა დავდგეთ. არ შეიძლება მართლმადიდებლობის დამცველები საქართველოში ციხეში ისხდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სულიწმინდის მგმობელი ლიტერატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ეს მხოლოდ არის არა მხოლოდ ამ ბიჭების მხარდაჭერა, არამედ  ჩვენი სარწმუნოების შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

- ერეკლე მეორის საზოგადებამ უშუალოდ მიმართა უწმინდესსა და უნეტარესს, რათა ჩაერიოს ამ საქმეში. როგორია საპატრიარქოს პასუხი?- ჩვენ საპატრიარქოს ორჯერ მივმართეთ თხოვნით.  ირველად სწორე დიმ დილით, როდესაც კავკასიაში ეს ინციდენტი მოხდა, ხოლო მეორედ – 500-მდე ხელმოწერით გადავეცით თხოვნა ამ ახალგაზრდებისათვის ხელისუფლების წინაშე შუამდგომლობის შესახებ. ვსარგებლობ რა შემთხვევით, კიდევ ერთხელ ვთხოვთ საქართველოს პატრიარქს, ეკლესიას, რომ ეს ბიჭები მათი სულიერი შვილები არიან და ნუ მიატოვებენ.ეკლესიის პოზიცია გასაგებია, ის ყველანაირად ცდილობს ვითარების დაბალანსებას, რათა ხალხთა შორის იყოს სიყვარული და ძმობა, რათა საზოგადოება არ გაიხლიჩოს. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სულიწმიდის გმობასთან და ეკლესია უნდა გამოხატავდეს უფრო მკვეთრ პოზიციას. ბოლშევიკების მიერ ეკლესიის დევნისას მრავალი ღვთისმსახური თუ მორწმუნე შეეწირა მართლმადიდებლობის დაცვას.  პირსისხლიანმა ორჯონიკიძემაც კი ვერ გაბედა ამროსი ხელაიას, უწმინდესი პატრიარქის დახვრეტა და მას უმაღლესი სასჯელი 7 წლით პატიმრობით შეუცვალეს.  ეს ის ამროსი ხელაიაა, რომლის ჭეშმარიტად ქართული გულიდან ამოსული სიტყვების გახსენება ზოგჯერ ჩვენს პოლიტიკოსებსაც მოსწონთ – “გული ჩემი სამშობლოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, ხოლო ხორცს რაც გინდათ ის უყავით”.ჩვენ უფლება არ გვაქვს არ ჩავერიოთ ამ გაუგებარ სიტუაციაში.  ალბათ ბევრმა ქართველმა არც კი იცის, რომ მუხლი, რომლის საფუძველზედაც ჩვენი სიწმინდის დამცველ ბიჭებს (თუნდაც არაკორექტული ფორმით) 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ვთხოვთ საპატრიარქოს, ნებისმიერ ქართველს, მხარი დაგვიჭირონ და ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი დატყვევებული მართლმადიდებელი სულიერი ძმები.- საზოგადოებამ "კავკასიის" ინციდენტი პროვოკაციად მონათლა. რა პრეტენზია გაქვთ აქციის მონაწილეებს ამ ტელეკომპანიის მიმართ?- ძალიან ხშირად ,,კავკასია” ვითომდა აშუქებს განსხვავებულ აზრს. განსხვავებულ აზრსა და ღვთის გმობას შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა. "კავკასიამ" არ გააშუქა დიდი მიტინგი გორში, სამამულო ომის შესახებ პოეტური ალმანახის პრეზენტაცია, მწვანე ნარგავების აქცია მცხეთაში და მრავალი სხვა ხალხმრავალი ღონისძიება, რომელზედაც იგი ჩვენმა ორგანიზაციამ მიიწვია.,,კავკასიის” ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ათეისტების, ყველა ჯურის უმცირესობების და ღვთისმგმობელთა აზრი კი არ უნდა გადმოსცეს, არამედ საზოგადოებას უნდა მისცეს საშუალება საკუთარი აზრი გამოთქვას. სხვათა შორის, ამ ინციდენტის შემდეგ, ქართველ ტელემაყურებელთა შორის მკვეთრად შეიცვალა განწყობა ტელეკომპანია “კავკასიის” მიმართ.  არც ესაა სასიამოვნო ფაქტი.  ეს ტელეკომპანია სიმართლესა და თავისუფლებას მოწყურებულ ქართველ ტელემაყურებელს “ტელეიმედის” დაქცევის შემდეგ მართალი სიტყვის დამცველად ეგულებოდა. სათქმელი მრავალი დაგვიგროვდა და ამასაც გავახმოვანებთ.

ნიკა თბილელი

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.